ახალი ამბები
ოფშკვითში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
სასამართლომ დღეს  ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. საქმის მოსამართლე ციცინო სარალიძეა. 17 წლის ახალგაზრდას მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.საქმეში ბრალდებული მისივე თანასოფლელი 18 წლის ახალგაზრდაა,რომელიც პროცესს ესწრება.

წყალტუბოში 17 წლის მოზარდი მოკლეს. უბედური შემთხვევა 3 დეკემბრის, ღამის საათებში მოხდა. დაახლოებით 2 საათზე დაჭრილი ბიჭი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულში ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთიჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილისაავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).



ამავე თემაზე:

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31
წელი შესრულდა.
11:34 / 09.04.2020

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“
ქუთასის ოფისში გიორგი ჭიღვარიასგან გადადგომის მიზეზის განმარტებას
ითხოვენ.
15:02 / 08.04.2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ქუთასის ოფისში გიორგი ჭიღვარიასგან გადადგომის მიზეზის განმარტებას ითხოვენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.