ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში ფიქსირდება
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში ფიქსირდება.
ცესკოს ინფრომციით, 17:00 საათისთვის, ერთადერთ თვითმმართველ ქალაქში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება,   5 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 14.1% მივიდა, რაც 21 546 ამომრჩეველია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ქუთაისელი ამომრჩეველი დილიდან პასიურობდა.

10:00 საათზე არჩევანი მხოლოდ 2.6%-ს ჰქონდა დაფიქსირებული, 12:00 საათის მონაცემებით კი ეს მაჩვენებლი 6.2%-მდე გაიზარდა.

6 ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება, 17:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში 47.2% დაფიქსირდა.

ჯამში, 17:00 საათის მონაცემებით, ექვსივე ოლქში არჩევნებზე 88 522  ამომრჩეველი  მივიდა, რაც ამავე ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 26.97%-ია.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თითმმართველ თემში -ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში იმართება.

ქუთაისში ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.


ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და  ერთი სპეც. უბანი, რომელიც  N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს.

ქუთაისში  სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 85 440 ქალია და 67 121 მამაკაცი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო
გარყვნილ ქმედებაზე  მოზარდს ექსპერტიზა უტარდება.
15:33 / 29.09.2020
წყალტუბოში, არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე  მოზარდს ექსპერტიზა უტარდება.
,,ნაციონალური მოძრაობის
11:20 / 29.09.2020
,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია  მერიის დაქვემდებარულ შპს   ,,პარკინგსერვისს" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.