ახალი ამბები
15 ოქტომბერს ქუთაისში ე.წ კინო "საქართველო" იხსნება
FaceBook
15 ოქტომბერს ქუთაისში ე.წ კინო "საქართველოს" შენობა იხსნება.

ქუთაისიპოსტისთვის ცნობილი ხდება, რომ შენობაში მხოლოდ პირველი და მეორე სართულები ამოქმედდება, სადაც კომერციული და გასართობი ობიექტები გაიხსნება.

რაც შეეხება კინოდარბაზებს, რომლებიც მესამე სართულზეა განთავსებული, ისინი წლის ბოლოს ამოქმედდება.

ყოფილი კინო "საქართველოს" შენობის ადგილას ახალი ხუთსართულიანი ობიექტი რამდენიმე წელია შენდება.

მრავალფუნქციურ შენობაში კინოთეატრის 6 დარბაზი იქნება, აქედან ორი დარბაზი 100-100 მაყურებელს დაიტევს, ორი – 80 ადამიანს ( 3DX და 4DX კინოდარბაზები), ხოლო ორი VIP დარბაზი იქნება, რომელიც 10-15 კაცზეა გათვლილი.

შენობაში ფუნქციონირებს ლიფტი და ასევე, ექსკალატორი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას
მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
11:30 / 21.05.2026
ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნატალია თურქაძის სარჩელი დააკმაყოფილა
— სკოლის დირექტორს გათავისუფლებული პედაგოგის სამსახურში აღდგენა,
ხოლო სკოლას განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
11:54 / 20.05.2026
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნატალია თურქაძის სარჩელი დააკმაყოფილა — სკოლის დირექტორს გათავისუფლებული პედაგოგის სამსახურში აღდგენა, ხოლო სკოლას განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.