გამჭვირვალე თვითმმართველობა
იმერეთის მუნიციპალიტეტების უფუნქციო ვებ-გვერდები
იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდების ნაწილი არ მუშაობს, ზოგს საიტზე საჯარო ინფორმაცია სრულად არ აქვს მითითებული.
მუნიციპალიტეტები ვებ-გვერდზე აქტიურად არც მიმდინარე მოვლენების შესახებ ათავსებენ ინფორმაციას. უმრავლეს შემთხვევაში კი აქტივობების გასაშუქებლად სოციალურ ქსელს ირჩევენ.


ვებ-გვერდები,  რომელებიც არ მუშაობს


სოციალური ქსელით ავრცელებენ ინფორმაცის ბაღდათის მუნიციპალიტეში.  bagdati.gov.ge ოთხი თვეა გათიშულია.  ბაღდათის მერიაში ამბობენ, რომ ახალი ვებსაიტის შექმნა იგეგმება, თუმცა, როდის ვერ აკონკრეტებენ. 

„ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს და შემდეგ შეიქმნება ახალი გვერდი. მანამდე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით გავავრცელებთ",  - განმარტავს ბაღდათის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაცაცო გიორგაძე.

უკვე მეორე დღეა არ მუშაობს არც წყალტუბოს მერიის ვებ-გვერდი. მუნიციპალიტეტში განგვიცხადეს, რომ ტექნიკური პრობლემების გამო გვერდი გათიშეს და მისი აღდგენა  ერთ კვირაში უნდა მოხდეს.


ვებ-გვერდები, სადაც საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად არ არის განთავსებული


ზესტაფონის მერია საკუთარ ვებ-გვერდზე აქტიურად აქვეყნებს  მასალებს მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების და გზების რეაბილიტაციის შესახებ.  თუმცა, საიტზე ვერ იპოვით ინფორმაციას  მერისა და  მისი მოადგილეების შესახებ.  სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია კი 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა.  ზესტაფონის მერიაში ამბობენ, რომ საიტი  სრულყოფილად  მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ამუშავდება.

„რადგან ჯერ რეორგანიზაცია არ არის დასრულებული და არც ის არის ცნობილი, თუ ვინ იქნება ამა თუ იმ სამსახურის უფროსი, ამიტომ ჯერ გვერდის განახლება არ მომხდარა. როგორც კი დასრულდება,  მაშინვე დავამატებთ ახალ ინფორმაციას", - გვითხრეს ზესტაფონის მერიაში.

11 თვის წინ გამოაქვეყნა ახალი ამბავი  თერჯოლის მუნიციპალიტეტმა.  ვებ-გვერდზე  ასევე არ ფიქსირდება ინფორმაცია მერიისა და   საკრებულოს სამართლებრივი აქტების და პროექტების შესახებ. საიტზე მხოლოდ პროგრამული გრაფებია ხელმისაწვდომი, რომელიც შესაბამის ინფორმაციას არ შეიცავს.  მსგავსი სიტუაციაა, განცახადებების და აუქციონების გრაფაში გადასვლის შემთხვევაშიც.
თერჯოლის საკრებულოში არ უარყოფენ, რომ  საიტის შეფერხებით მუშაობს.

„უნდა შეიცვალოს ჩვენი საიტის მისამართი, ამიტომ ფაქტიურად არ არის გამოტანილი სხვადასხვა ინფორმაცია, მიმდინარეობს მუშაობა რომ მალე მოხდეს აღდგენა, თუმცა, ზუსტი დრო როდის მოხდება ეს,  ჯერ არ ვიცით“ - გვითხრეს თერჯოლის საკრებულოში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერზე სიახლეები ეტაპობრივად ქვეყნდება.  მუშაობს საიტზე მითითებული ყველა ველი, თუმცა,  არასწორია ინფორმაცია  საკრებულოს ფრაქციების რაოდენობის შესახებ. მერიის ვებ-გვერდის მიხედვით,  სამტრედიის წარმომადგენლობთ ორგანოს ჯერ კიდევ  ცხრა ფრაქცია აქვს. სინამდვილეში კი მათი რაოდენობა უკვე  ექვსამდეა შემცირებული. მერია პასიურად ათავსებს ინფორმაციას საკრებულოს სხდომების შესახებაც. საიტზე, ბოლოს, 17 დეკემბერს გამართული საკრებულოს სხდომის შესახებაა ინფორმაცია მითითებული.  

სამტრედიის მერიაში აცხადებენ, რომ საიტს მუდმივად ანახლებენ. აღნიშნული ხარვეზები კი  შემთხვევითობას უკავშირდება,  რასაც გამოასწორებენ.

6 თებერვალს გამოქვეყნდა ბოლო ინფორმაცია ტყიბულის მერიის ვებ-გვერდზე, რომელიც  მერიაში ახალ ვაკანტურ თანამდებობებს ეხება.  ვაკანტური პოზიციების შესახებ ინფორმაციის განთავსებამდე კი,  ბოლო ახალი ამბავი  ტყიბულის მერიამ  გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა.  პროგრამული  გრაფების პრობლემა ტყიბულის ვებ-გვერდსაც აქვს. კერძოდ, მითითებული განმარტების გახსნისას  მხოლოდ წარწერა ჩნდება და გახსნილ გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია არ არის მითითებული. ამასთანავე, tkibuli.ge-ზე  წინასწარაა მითითებული  2014- 2020 წლის ბიუჯეტი,  თუმცა,  არც ერთი მათგანი ინფორმაციას არ შეიცავს.

ტყიბულის მერიაში აცხადენებ, რომ ვებ-გვერდზე განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა,  როდის დასრულდება ჯერ-ჯერობით არ იციან.

მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდებზე, ასევე,  დატანილია საინფორმაციო კუთხე, სადაც მეერიისთვის წერილის მიწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საიტის ეს ფუნქცია ჩვენც გამოვიყენეთ და ჭიათურის მერიას ვკითხეთ, რატომ არ იყო საიტზე სრულფასოვანი ინფორმაცია განთავსებული,  თუმცა,  წერილის მიწერიდან მერე დღესაც კი კითხვებზე პასუხი არ მიგვღია.


რას ავალდებულებს მუნიციპალიტეტბის ვებ-გვერდებს კანონი

თვითმმართველ ორგანოებს ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება ზოგადი ადმინისტრაციული და  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით აქვთ აღებული. კოდექსი თვითმართველობის ერთეულებს  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ავალდებულებს. 


“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2017 წლის კვლევის შედეგები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2017 წელს, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამჭვირვალედ მუშაობის საკითხით დაინტერესდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის ხარისხით არ შეესაბამებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

ამასთანავე, შესწავლილი მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ ცხრას ( ბაღდათი, ვანი, ჭიათურა, ზესტაფონი, წყალტუბო, ხონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული) აქვს მიღებული დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ.  სამტრედიისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებს კი შესაბამისი ვალდებულება კანონით ამ დრომდე არ აქვთ აღებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რამდენიმე დღეში  ახალ კვლევას გამოაქვეყნებს,  სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი, თუ რომელი მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი ასრულებს კანონით შემუშავებულ მოთხოვნებს.  



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
წყალტუბოს სამუსიკო სკოლა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტს გამართავს.
14:29 / 21-05-2018
ქუთაისის მერია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შესახებ "ევროპული საქართველოს" კვლევას ეხმაურება.
13:52 / 21-05-2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
13:14 / 21-05-2018
ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად მუშა დაშავდა. შემთხვევა 20 მაისს მოხდა.
13:14 / 21-05-2018
მსგავსი სიახლეები






ქუთაისიპოსტი იწყებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების
ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების
შესწავლას.
ქუთაისიპოსტი იწყებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას.
17:01 / 30.04.2018






ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებლის, დავით მესხიშვილის მამის კომპანია, მერიის
მიერ გამოცხადებულ ტენდერებს რეგულარულად იგებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მესხიშვილის მამის კომპანია, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს რეგულარულად იგებს.
10:04 / 23.03.2018






ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ხელისუფლებაში საკუთარი გუნდით
მოვიდა. გუნდით, რომელიც მას არჩევნების მოგებაში დაეხმარა.
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ხელისუფლებაში საკუთარი გუნდით მოვიდა. გუნდით, რომელიც მას არჩევნების მოგებაში დაეხმარა.
19:21 / 05.03.2018






2018 წლიდან ქუთაისის მერიასა და საკრებულოში სახელფასო ფონდი 404 400
ლარით გაიზარდა.
2018 წლიდან ქუთაისის მერიასა და საკრებულოში სახელფასო ფონდი 404 400 ლარით გაიზარდა.
10:00 / 23.02.2018






ქუთაისის საკრებულო ახლადმიღებულ ბიუჯეტში პირველ ცვლილებას შეიტანს.
ქუთაისის საკრებულო ახლადმიღებულ ბიუჯეტში პირველ ცვლილებას შეიტანს.
12:00 / 30.01.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.