ახალი ამბები
სტიქიამ იმერეთის რეგიონს 7 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა
FaceBook
წინასწარი მონაცემებით, 6 დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა იმერეთის რეგიონს 7 მილიონი ლარის ზარალი მოუტანა.

როგორც იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარონ.

"გადაუღებელმა წვიმებმა იმერეთის რეგიონში შემავალი 12 მუნიციპალიტეტი დააზიანა, აქედან ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში მცირე ზარალი მოჰყვა სტიქიას, თუმცა დანარჩენი ცხრა მუნიციპალიტეტი სერიოზულად დაზარალდა. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახელოებას მაქსიმალურად აუნაზღაურდეს ზარალი," - ამბობს პაატა ნადირაძე

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდებისა და გზების რეაბილიტაცია.

ექვსდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად იმერეთის რეგიონში მიყენებულ ზარალის ზუსტ რაოდენობას ამ დრომდე ითვლიან, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების
წლევანდელ ფესტივალს არ დაასპონსორებს.
15:07 / 18.09.2024
ქუთაისის მერია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების წლევანდელ ფესტივალს არ დაასპონსორებს.
თავისუფლების ლიტერატურა  - ეს საკითხი გახდა მთავარი განხილვის
თემა შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის
ფარგლებში ქუთაისში გაიმართა.
18:51 / 16.09.2024
თავისუფლების ლიტერატურა  - ეს საკითხი გახდა მთავარი განხილვის თემა შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში გაიმართა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.