ახალი ამბები
ხიდს ვეფხისტყაოსნის დეკორაციებით გააფორმებენ - რუსთაველის ხიდის რეკონსტრუქცია იგეგმება
FaceBook
ხიდს, რომელსაც  ოთხი წლის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ქუთაისი მერია  მის რეკონსტუქციას მიმდინარე წელსაც გეგმავს.  საუბარია რუსთაველის ხიდზე, რომელიც  2014 წელს, შოთა მურღულიას მერობის დროს შეკეთდა. 

"რუსთაველის ხიდზე მოეწყობა გრანიტის ოთხი სვეტი, რომლებიც გაფორმდება სხვადასხვა ლითონის ფიგურებით ვეფხისტყაოსნის მიხედვით. ასევე ხიდის ფერდობებზე ტერასები იქნება ყვავილნარებით, გაკეთდება განათება, რაც ხიდს ძალიან სანახაობრივს და ლამაზს გახდის," -  ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი იუზა უგულავა.

მისივე ინფორმაციით, რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი ორ დღეში გამოცხადდება და ცნობილი იქნება, თუ რა თანხა დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ხიდის რეკონსტრუქცია ვეფხისტყაოსნის  მიხედვით, 2014 წელსაც  იგეგმებოდა. თუმცა, მაშინ მხოლოდ მოაჯირები,  ბორდიულები და ტროტუარიც მოეწყო. მიზეზი ქუთაისის მერიასა და  სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შორის დავა გახდა. 

2014 წელს ხიდის რეაბილიტაციისთვის   მერიამ 197 763 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA140008836)  გამოაცხადა.  ხიდის მოწყობაზე პასუხისმგებლობა შპს "გეგიმ" აიღო, რომელმაც რეაბილიტაციის შესასრულებლად  უფრო ნაკლები, 187 499 ლარი მოითხოვა. თუმცა, შემდეგ შეუსრულებული ვალდებულებები გამო, მერიასა და შპს "გეგის" შორის სამართლებრივი დავა დაიწყო.

კომპანიას ადგილობრივი ხელისუფლება, დარღვევებსა და სამუშაოების ვადაგადაცილების გამო, 163 000 ლარს ედავებოდა. თუმცა, მერიამ ეს თანხა ვერ მიიღო, რადგან კომპანიას ის არ გააჩნდა. მოგვიანებით, ხიდის რეაბილიტაცია სხვა კომპანიამ დაასრულა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.