ახალი ამბები
მერია სამი წლის განმავლობაში რეკონსტრუქციას ცხრა სკოლას ჩაუტარებს
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში საჯარო სკოლების რეკონსტრუქციას ჩაუტარებს.
მერიაში განმარტავენ, რომ საჯარო სკოლების შეკეთებას 2019 წელს ეტაპობრივად დაიწყებენ. თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, მომავალ წელს სამ სკოლას (N 25; N 19; N 9)  ჩაუტარებენ რეკონსტრუქციას, 2020 წლისთვის ასევე სამ სკოლას (N 40; N 8; N 20) და ამდენივეს შეკეთება  (N 23, N 16, N 24)  იგეგმება 2021 წლისათვის.     

"სკოლის შენობების  რეკონსტრუქცია საჭიროების მიხედვით მოხდება. ეს ფასადი, სახურავი, ჭერი, კედელი თუ სველი წერტილების მოწესრიგება იქნება " - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

სამინისტრომ სკოლების რეკონსტრუქციისთვის 200 000 ლარი გამოყო.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საჯარო სკოლების შეკეთება მიმდინარე წლიდან დაევალათ. ეს ვალდებულება მათ განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა, ხოლო რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხებს თავად უწყება დაფარავს.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა. განათლების სამინისტროს გარდა, ქალაქში რვა სკოლას შეკეთება "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დაფინანსებით ჩაუტარებენ.

ამავე თემაზე:

ქუთაისში რვა სკოლის რეაბილიტაცია იწყება - მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან

საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

118 წლის სკოლის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.