ვიდეო
ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელმაც დამგზავრების აპლიკაცია შექმნა (ვიდეო)
FaceBook
20 წლის ქუთაისელმა ნიკა ბაზაძემ დამგზავრების ინოვაციური აპლიკაცია "ჰარი" შექმნა, რომელიც მგზავრებს მძღოლებთან აკავშირებს.

ორი წლის წინ ნიკა ქუთაისიდან სასწავლებლად თბილისში გადავიდა, რომლის შემდეგ გზასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნა ხშირად უწევდა. თბილისი-ქუთაისის მიკროავტობუსებით მგზავრობა რადგან არაკომფორტული იყო, ნიკას იდეა გაუჩნდა, ეს პრობლემა თავისი აპლიკაციით მოეგვარებინა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტმა სტარტაპზე მუშაობა მეორე კურსიდან დაიწყო. იდეას მალევე მიმდევრებიც გამოუჩდნენ. ამჟამად, გუნდი 7 წევრისგან შედგება.

ერთ-ერთი მათგანი 23 წლის ანა ხარაზიშვილია, რომელიც "ჰარის" მარკეტინგულ ნაწილზე მუშაობს. სტუდენტები ამბობენ, რომ ყველაფერი ენთუზიაზმით შექმნეს.



"ჰარის" შემქმნელებს სტარტაპის განვითარება დიდ მასშტაბებზე აქვთ გათვლილი. საქართველოს ბაზარზე პროგრამის ფუნქციურად დახვეწის შემდეგ ისინი სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებზე გასვლას ფიქრობენ.

Print