ვიდეო
სკოლა, ორსაუკუნოვან შენობაში, სადაც გუბერნატორები ცხოვრობდნენ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, როძევიჩის ქუჩაზე უნიკალური არქიტექტურის მქონე ორსართულიანი სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ადრე გუბერნატორები ცხოვრობდნენ.
სკოლაში მოსწავლეებისთვის მოწყობილია აზროვნებისა და მოსასვენებელი ოთახი, სამეცნიერო ლაბორატორია, სარდაფი, სადაც მათ სხვადასხვა გაკვეთილი უტარდებათ. სასწავლებლის მოსწავლეების თქმით, აქ სწავლა სასიამოვნოა, რასაც, მათი ინფორმაციით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესი და ორიგინალურად მოწყობილი ინტერიერი ქმნის. 

რატომ ეწოდება მას "ყაუხჩიშვილის სკოლა" და რატომ იყო ჩამოსული აქ რუსეთის იმპერატორი, ალექსანდრე II. ამ და სხვა საინტერესო ისტორიულ დეტალებზე თავად დაწესებულების მოსწავლეები გვიყვებიან: 

Print