ვიდეო
სამუზეუმო კოლექცია სახლში (ვიდეო)
FaceBook
მე–17 საუკუნის ბუხარი, მე–19 საუკუნის საძინებელი, სხვადასხვა ისტორიულ პირებთან დაკავშირებული ავეჯი და ა.შ. -  ყველა ამ ნივთის ნახვა ქუთაისში, გვენცაძეების ოჯახში შეიძლება.

ზურაბ გვენცაძე ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა უნიკალურ ნივთებს. რომელთაც ეძებდა და ყიდულობდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. როგორც ოჯახის წევრები იხსენებენ, იგი თავად უკეთებდა რესტავრაციას, იწვევდა სპეციალისტებს, რომ შეენარჩუნებინა კოლექციებისთვის პირველადი სახე და არ დაეკარგა ავთენტურობა.

ზურაბ გვენცაძის შთამომავლები იხსენებენ ე.წ. "კუს" საძინებლის რესტავრაციისთვის კოლექციონერმა სპეციალურად მოაშენა კუ საკუთარ სახლში და მათი ბაკანი ავეჯის მასალად გამოიყენა. 

ასე შეგროვდა ოჯახში ისეთი ნივთები, რაც ბევრ ცნობილ მუზეუმშიც არ შემონახულა.


Print