ვიდეო
რა პირობებში უწევთ მოძრაობა მძღოლებს რუსთაველის გამზირზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის გამზირი, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თითქმის ოთხი თვეა გადათხრილია.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ამორტიზებულ გზაზე გადაადგილება უჭირთ ავტომობილებს, რის გამოც ხშირად იქმნება საცობი.

ქუთაისის მერია ჯერ კიდევ აგვისტოში აცხადებდა, რომ სამუშაოები კომპანია "ეს ემ კა"-ს 15 სექტემბრამდე უნდა  დაესრულებინა. თუმცა, დაპირებიდან ორი თვის შემდეგაც, რუსთაველის გამზირი კვლავ მოუწესრიგებელია.

გზასთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ამორტიზებულია ტროტუარები. უკვე რეაბილიტირებული მილებიდან კი წყალი ჟონავს. 



ამჯერად ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების გაჭიანურების გამო კომპანია 1000 ლარით უკვე დაჯარიმდა. რუსთაველის გამზირზე კი გზის საფარის დაგება უხლოეს დღეებში დაიწყება.
Print