ქუთაისის "ტორპედომ" "შერიფი" დაამარცხა
FaceBook
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე  ქუთაისის "ტორპედომ" მოლდოვური "შერიფი" ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
ანგარიში სტუმრებმა 24-ე წუთზე გახსნეს. რამდნიმე წუთში კი "ტორპედოს" ფეხბურთელმა გიორგი ქიმაძემ საპასუხო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ხოლო მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე გუნდის კარში თეთრთმეტმეტრიანი დაინიშნა, გოლი გიორგი კუხიანიძემ გაიტანა და ანგარიში 2-1 გახდა. 

მომდევნო შეხვედრას "ტორპედო" "შერიფთან" 18 ივლისს გამართავს.
Print