ქუთაისი საკალათბურთო ღონისძიებებს უმასპინძლებს
FaceBook
ქუთაისი 5 დღის განმავლობაში საქართველოს საკალათბურთო ეპიცენტრად იქცევა. 1-4 თებერვალს იმერეთის მთავარი ქალაქი ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლებს. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ქუთაისში გაიმართება ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი – "ოლ სტარი".

ზ.საკანდელიძისა და მ. ქორქიას სახელობის ტურნირის თამაშები 1-2 თებერვალს პლეიოფის სისტემით ჩატარდება და 4 თებერვალს ფინალური მატჩის დასრულდება, ხოლო 3 თებერვალს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება, სადაც ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდებიან.

შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები, ტრადიციულად, გულშემატკივრის მიერ გამოკითხვის შედეგად შეირჩევა. კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე (GBF.GE) ხმის მიცემის პროცედურა დღეიდან, 22 იანვრიდან დაიწყება და 2 თებერვალს 12:00 საათზე დასრულდება.

ოლ სტარის სათადარიგო მოთამაშეებს კი მწვრთნელები დაასახელებენ. ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. 3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სუპერლიგის ორი წრის შემდეგ 3-ქულიანების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე მოთამაშეები, ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.

რაც შეეხება საკანდელიძე-ქორქიას მემორიალს, წლევანდელ სეზონში ტურნირში სუპერლიგის 7 და "ა" ლიგის 1 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ქუთაისი, სოხუმი, ოლიმპი, რუსთავი, კაკტუსი, მგზავრები, მარნეული და წყალტუბო ("ა" ლიგა).

ტურნირის მონაწილე გუნდები 1 თებერვალს ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ფინალი 4 თებერვალს, 16:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

ქუთაისის საკალათბურთო დღეების ფარგლებში ასევე, დაგეგმილია საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების
თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების
პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
13:02 / 10.04.2024
ქუთაისის აეროპორტიდან, EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, Wizz Air გერმანიის მიმართულებით, რეგულარული რეისების პარალელურად, დამატებით 6 რეისს შეასრულებს.
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე,
დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.
14:51 / 03.04.2024
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.