საზოგადოება
ქუთაისის 15 საჯარო სკოლა ბუფეტის გარეშე და ჯანსაღი კვების რეგულაციებით დაზარალებული მეწარმეები
FaceBook
ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან თხუთმეტ მათგანში ბუფეტი ამდრომდე არ ფუნქციონირებს. სკოლებში, სადაც კვების ობიექტის მუშაობა დროებით შეჩერებულია, ნაწილმა ფართი აუქციონზე გამოიტანა, ხოლო  ნაწილი ობიექტის გასაიჯარებლად განათლების სამინისტროსგან ნებართვას ელოდება. თავის მხრივ, მეწარმეები, რომლებიც წინა წლებში  ბუფეტის მოწყობას უზრუნველყოფდნენ, განმარტავენ, რომ ახალი რეგულაციების შემდეგ პროდუქცის რეალიზაცია შეუმცირდათ და  კომერციუალდ არამომგებიანია.


ქუთაისის საჯარო სკოლებში, სადაც ბუფეტი აღარ ფუნქციონირებს, დირექტორები მშობლებს ურჩევენ, რომ  ბავშვებს საკვები სახლიდან გამოატანონ, რადგან მოსწავლეებს შენობის გარეთ გასვლის უფლება არ აქვთ.

„გავაფრთხილეთ მშობლები, რომ გამოატანონ საუზმე მოსწავლეებს, ასევე ატარებენ წყალსაც“, - ამბობს ქუთაისის #33 -ე საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა ისკაკოვა.

ამ სკოლაში ბუფეტის მოსაწყობად ფართი 4 ოქტომბერს აუქციონზე უკვე გამოიტანეს. სადაც აღნიშნული იყო, რომ  წლიური იჯარის საწყისი ღირებულება 1000 ლარს შეადგენდა.  

ფართის გასხვისებაზე განათლების სამინისტროსგან ფართი გასხვისებაზე  ნებართვას ელოდება ქუთაისის მე-13-ე საჯარო სკოლა. სასწავლებლის დირექტორის ვალერი გედენიძის თქმით, უწყებაში განაცხადი დიდი ხანია წარადგენილია, თუმცა, ჯერ სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია. ვალერი გედენიძის თქმით, ბუფეტის გახსნა, მხოლოდ პროცედურული შეფერხებების გამო გაჭიანურდა.

იჯარის ნებართვაზე დოკუმენტაცია ასევე, აქვს გაგზავნილი ქუთაისი #36-ე საჯარო სკოლასაც. სკოლის დირექტორის თენგიზ თაბუკაშვილის თქმით, მან ფართის მეიჯარეებთან ხელშეკრულება ზედიზედ  ორჯერ შეწყვიტა, რადგან, თაბუკაშვილის თქმით, ამის მიზეზი მეიჯარისგან თანხის გადაუხდელობა გახდა.

„600 ლარი იყო გადასახადი თვეში და გასულ სასწავლო წელს ორივე მეიჯარესთან შევწყვიტე თანამშრომლობა, ვერ იხდიდნენ თანხებს",  - ამბობს ქუთაისის #36-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თენგიზ თაბუკაშვილი.

საჯარო სკოლებს ბუფეტებისთვის  ფართის გაიჯარების ნებართვას განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული  ქონების მართვის სააგენტო გასცემს. სადაც სკოლის დირექტორებმა უნდა წარადგინონ შენობის რა ფართს, რა მიზნით და ასევე, რა ვადით  ასხვისებს.  თავის მხრივ, სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ერთ კვირაში უნდა გასცეს. არსებულ დაგვიანებებს იმით ხსნიან, რომ  ქვეყნის მასშტაბით, ნებართვები ერთდროულად ბევრმა საჯარო სკოლამ მოითხოვა.  

"ახალი სტანდარტები უნდა დამკვიდრდეს ყველა სკოლაში, 2 000 -ზე მეტ დაწესებულებამ უნდა შესთავაზოს ჯანსაღი პროდუქტი მოსწავლეებს. ამიტომ ყველა სკოლაში ერთდროულად ნებართვის გაგზავნა შეფერხდა, რადგან დებულებები შეიცვალა. უახლოეს მომავალში ნებრთვა ყველა სკოლას ექნება",  - ამბობს განათლების და მეცნიერების სამნისტროს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ივანე მამარდაშვილი.

ივანე მამარდაშვილის მიერ ნახსენები ახალი რეგულაციები საქართველოს განათლების და მეცნიერების მისინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანებას ეხება. სადაც ბუფეტებში დასაშვები და აკრძალული პროდუქტია ჩამოთვლილი. 



###

მას შემდეგ, რაც საქართველოს საჯარო სკოლებში ჯანსაღი პროდუქტის გაყიდვის ბრძანება ძალაში შევიდა, სკოლის ბუფეტების მეიჯარეები აცხადებენ, რომ ბუფეტებში პროდუქტის რეალიზება შემცირდა. მეიჯარეების ნაწილმა, სკოლებს უკვე განუცხადა, რომ კვების ობიექტებს აუქმებენ.

ქუთაისის #20-ე საჯარო სკოლის დირექტორის  მალხაზ ბუხაიძის თქმით, მეიჯარემ მას რამდენიმე დღის წინ შეატყობინა, რომ მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რადგან ობიქტის ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებდა.

„როგორც ჩანს, ვერ ამუშავებს ობიექტს. მეც დავთანხმდი მალე გავაფორმებთ დოკუმენტს და მომიწევს იჯარა თავიდან გამოვაცხადოთ", - ამბობს ქუთაისის #20-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მალხაზ ბუხაიძე.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც სკოლის ბუფეტმა ფუნქციონირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ფართის მეიჯარე ინდ.მეწარმე კახა მეფარიშვილია. მისი თქმით, ახალი რეგულაციებით შემოტანილი პროდუქცია მოსწავლეებში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რამაც ის უკვე დააზარალა. ის აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს გაზიანი სასმელების და ჩიფსებისადმი მოთხოვნა მაინც აქვთ, რასაც  მაინც ყიდულობენ. 

"ყიდულობენ ჩიფსებსაც და გაზიან სასმელებსაც. აკრძალულია გარეთ გასვლა მართალია, მაგრამ ფაქტია ასე ხდება. ვამზადებ ასევე კომპოტებს და კისელს, რაც მოსწავლებს არ მოსწონთ ამიტომაც არ ყიდულობენ. მე კიდევ ხარჯი მაქვს და მიწევს მაინც გადავიხადო იჯარაც და ვიყიდო ეს პროდუქტებიც“, - ამბობს ინდმეწარმე, კახა მეფარიშვილი.

რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობს ქუთაისის #11-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტის მეიჯარე მალონი მიქანაძე. მისი თქმით, სასკოლო კვების რეფორმა ნამდვილად შესაცვლელია, თუმცა, მისი განხორციელება არასწორი გზით დაიწყო. მალონი მიქანაძის თქმით, მათ კვების ობიექტში მოსწავლეების სიმცირე შესამჩნევია, რადგან მოსწავლეებს მაინც ჩიფსები, ჩხირები და გაზიანი სასმელები სურთ. რისთვისაც, ისინი ხშირად სკოლის ტერიტორიის გარეთ გადიან.

„მაქვს ნატურალური წვენები, რომლებსაც ყიდულობენ ჯერ მხოლოდ ეს მოსწონთ. თუმცა, გარეთ გადიან და იქ ყიდულობენ რაც სურთ. ანუ ახალმა რეფორმამ მდგომარეობა ვერ შეცვალა. ვზარალდებით ჩვენ მეწარმეები, უნდა გადავიხადოთ ფული, ვიყიდოთ ჯანსაღი პროდუქტები. გარდა ამისა, თუნდაც პიურე და კატლეტი რომ დამზადეს, ამასაც უნდა ხარჯები შენახვის და მომზადების ტექნიკა, რომელიც ხარჯებს უკავშირდება. ჯერ კი ამის შესაძლებლობა არ ჩანს, რადგან მოსწავლებს არ სურთ ჯანსაღი პროდუქტის ბუფეტში შეძენა, როცა სკოლიდან რამდენიმე მეტში, მაინც იყიდიან მარილინ ჩხირებს თუ სხვა აკრძალულ საკვებს",  - ამბობს მალონი მიქანაძე.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ  ბუფეტის ჯანსაღი პროდუქტით შევსება  მოსწავლეების ჯანმრთელობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მათი თქმით, რეგულაციების შესრულება  კი, უკლებლივ ყველა სკოლის კვების ობიექტის მეიჯარეს ევალება. კვების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბუფეტის მეპატრონეს ჯერ გაფრთხილება მიეცემა, ხოლო ფაქტის განმეორების შემთხვევაში ხელშეკრულება შეუჩერდება.

თავის მხრივ, სკოლის ბუფეტებში კვების ობიეტების შემოწმებას განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოც შეამოწმებს. სადაც აცხადებენ, რომ ბუფეტების შემოწმება უახლოეს მომავალში დაიწყება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.