საზოგადოება
მდინარეებში ბანაობის უსაფრთხოების განსაზღვრა არ ხდება
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტო იმერეთში მდინარეების წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს, თუმცა მიკრობიოლოგიური ანალიზების აღება მხოლოდ ტბებზე, წყალსაცავებში და მდინარე არაგვზე ხდება.


შესაბამისად, მსგავსი კვლევების არ არსებობის გამო, უცნობია, თუ რომელ მდინარეებშია ბანაობა უსაფრთხო.

უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია არ აქვს მოსახლეობასაც.
ნანა გოგოხიას თავისი სამი შვილი ზაფხულში გასაგრილებლად წყალწითელაზე დაჰყავს. უსაფრთხოა თუ არა ამ მდინარეში ბანაობა არ იცის.

„ზოგჯერ ვხედავ რომ ნაგავი მოაქვს წყალს. შეიძლება ტუალეტების წყალიც ჩაედინება. ალბათ არ არის უსართხო, მაგრამ ასეთ სიცხეში სახლში ვერ ვძლებთ. თან ბავშვებსაც სულ აქეთ უნდათ“, - ამბობს ნანა გოგოხია.

იმერეთის რეგიონში 40-ზე მეტი მდინარეა. მათგან, გარემოს ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგს შემდეგ მდინარეებზე: რიონზე, ყვირილაზე, ტყიბულაზე, ოღასკურაზე, ხანისწყალზე, ჩხერიმელზე, გუბისწყალსა და ძირულაზე ახდენს. მონიტორინგი წყლის სინჯების აღებას ითვალისწინებს, რომლითაც ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, ბიოგენური ნაერთები, მთავარი იონები და მძიმე ლითონების შემცველობა ისაზღვრება.

წყლის სინჯების აღება, მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, თვეში ერთხელ, კვარტალში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ ტარდება.

ბოლოს სინჯები მიმდინარე წლის ივნისის თვეში აიღეს.

როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, ამჟამად ივნისში აღებული სინჯების ქიმიური ანალიზების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელ მდინარეებზეა ბანაობა უსაფრთხო, გარემოს ეროვნული სააგენტო გვპასუხობს, რომ მიკრო­ბიო­ლოგ­ი­ურ (ტოტალური კოლიფორმები, E.coli და ფეკალური სტრეპტოკოკები) ანალი­ზებს (გარდა დაავ­ა­დე­ბათა გამ­ო­­მწვევი მაჩვენებლებისა) ახორციელებენ ტბებსა და წყალსაცავებში და მხოლოდ მდინარე არაგვში. სხვა მდინარეებში მიკრობიოლოგიური კვლევები არ მიმდინარეობს, ამიტომ ბანაობის უსაფრთხოება ვერ განისაზღვრება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.