საზოგადოება
მშობლები ძალადობის „უფლებით“
FaceBook
ბოლო პერიოდში ბავშვის უფლებების დარღვევის რამდენიმე გახმაურებული საქმე სწორედ მშობლების მხრიდან შვილების უფლებების უგულებელყოფას და ძალადობას ეხებოდა.

მშობლები ძალადობენ შვილებზე და ამას ხშირ შემთხვევაში ვერც აცნობიერებენ, ან "აღზრდის" მიღებულ და საიმედო მეთოდად თვლიან. ამ პრობლემის არსებობაზე მიუთითებს კვლევა და ამაზე საუბრობენ სპეციალისტები.

პატარა გოგონას პირდაპირ ეთერში, მცირეწლოვანის წინააღმდეგობის მიუხედავად, მშობლის თანხმობით გაუხვრიტეს ყური. ..
მშობელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინტიმური ხასიათის ვიდეო, რომელიც მის მცირეწლოვან შვილს ეხებოდა...
ბავშვი სცემა უცხო ადამიანმა და მშობელმა თვითმხილველის მხრიდან საქმეში პოლიციის ჩართვა მეტ დანაშაულად ჩათვალა ვიდრე ბავშვის ცემა და ა.შ.

ეს გახმაურებული შემთხვევებია, თუმცა გაცილებით მეტ ფაქტსა და ძალადობის "მიღებულ" ტენდენციებსა და ტრადიციებზე საუბრობენ სპეციალისტები.

თუმცა, ამ ფაქტების შესახებ შემოსული ინფორმაცია ნაკლებია. მშობელთა ძალადობის შესახებ შეტყობინების ნაკლებობის მიზეზს ინფორმაციის მიწოდების შეზღუდული გზების არსებობა განაპირობებს. სპეციალისტები საუბრობენ ნაკლებ მიმართვიანობაზე, რაც ცხადია ოდნავადაც არ მიანიშნებს პრობლემის სიმცირეზე.

პრობლემა რომ არსებობს ამას გამოკითხვაც ადასტურებს, სადაც თავად მშობლები თვლიან, რომ დასჯა მიღებული ფორმაა. 2015 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმოდგენილი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი თვლის, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები. უფრო მეტიც, ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა  (მასწავლებლების, მანდატურების და სოციალური მუშაკების) 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები მასში არ უნდა ერეოდნენ.

ჩაურევლობა პირველ რიგში ვრცელდება ბავშვებზე. მრავალთა რწმენით გარეშე პირი "ოჯახის" საქმეში არ უნდა ჩაერიოს. ბავშვი კი "ოჯახის საკუთრებაა". სამაგიეროდ, ოჯახის წევრებს შეუძლიათ სრულიად დაარღვიონ ბავშვის პირადი სივრცე და არ დაუტოვონ არც ერთი სფერო, სადაც არ ჩაერევიან, არც თუ იშვიათად უხეში ფორმით. სპეციალისტები მშობლების მხრიდან შვილის "საკუთრებად" აღქმაზე და მისი სუბიექტად მიუღებლობის პრობლემაზე საუბრობენ, რაც ქართულ საზოგადეობაში განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა.

"მაგალითად, დედებს, ქალებს ორსულობის პირველ პერიოდში უხდებად გააცნობიერონ ფაქტი, რომ მათ სხეულში ახალი სიცოცხლე გაჩნდა. ეს სიცოცხლე მოცემულ პერიოდში განუყრელადაა მთთან დაკავშირებული. ერთგვარი ნაწილია მათი სხეულის. მშობიარობის შემდეგ კი სხვა რამეა გასაცნობიერებელი. დაბადებული ბავშვი დედის სხეულის ნაწილი, მისი "დანამატი" აღარ არის. ის დამოუკიდებელი სუბიექტი, ფორმირების პროცესში მყოფი პიროვნებაა. აი სწორედ ამ ეტაპზე ვაწყდებით პრობლემას", - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.

პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით არაიშვიათად ძალადობას უკავშირდება. რომელსაც მშობელი თავის ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს. ამ მიმართულებით ცნობიერება რომ ამაღლდეს სპეციალისტებს ერთ-ერთ გზად სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული სოციალური კამპანიები მიაჩნიათ. თუმცა, ეს კამპანიები არ ჩანს, ან ძალიან იშვიათად შეიძლება გაკრთეს საინფორმაციო სივრცეში.

"სახელმწიფოს ბავშვთა უფლებებზე საინფორმაციო კამპანიების ჩატარება ევალება. თუმცა, არ მახსენდება ამ კუთხით განხორციელებული ორგანიზებული კამპანია. თუკი სახელმწიფო ამას არ შეატყობინებს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ცნობიერება ძალიან დაბალია და სრული უმრავლესობა ძალადობის აქტს არ უწოდებს ძალადობას . თანაც ძალადობა მიაჩნიათ ერთადერთ გზად,სხვა საშუალება არ იციან. ვერ აცნობიერებენ ერთი შეხედვით მცირე ძალადობას რამხელა დამანგრეველი ეფექტი შეიძლება ქონდეს ბავშვზე", - ამბობს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.

თუმცა, სპეციალისტები საკმაოდ მძიმედ გამოხატულ ძალადობაზეც რეაგირების ნაკლებობაზე საუბრობენ. იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვის მიმართ აშკარა ძალადობა ნაკლებად არის "აშკარა" როგორც მშობლისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ფსიქოლოგები მეტი მგრძნობელობის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

საერთაშორისო ექსპერტების განმარტებით ბავშვის მიმართ გამოხატული ძალადობის ნებისმიერი ფორმა ვერ განისაზღვრება როდის არის მძიმე და როდის მსუბუქი, ამიტომ იგი სრულიად უნდა აიკრძალოს და უარი ითქვას. ძალადობის დროს შეიძლება მოხდეს ბავშვის ღირსების შელახვა. ეს შეიძლება განხორციელდეს ერთი შეხედვით "მსუბუქი" ძალადობის დროსაც. და თუ ბავშვის ღირსება შეილახა ძალადობის მძიმე შედეგია დამდგარი, - აღნიშნავენ სპეციალისტები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.