საზოგადოება
ქორწინება ევროპულად – მითები და რეალობა
FaceBook
მითი: ევროპა ის ადგილია, სადაც ერთნაირსქესიან პირებს შეუძლიათ ქორწინება, კანონი და კონსტიტუცია ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ამის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოში, აღნიშნული მითი, ამ დრომდე ძალაშია. იგი ევროკავშირს წარმოადგენს ერთფეროვან სივრცედ, სადაც ტრადიციული ინსტიტუტების მიმართ ევროპის ყველა ქვეყანაში ზუსტად ერთნაირი მიდგომებია.

არადა წარმოდგენა იმაზე, თითქოს ევროპის ქვეყნებში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების მიმართ ყველგან ლიბერალური დამოკიდებულებაა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ევროპის რიგ ქვეყნებში ქორწინების ინსტიტუტისადმი არსებობს როგორც კონსერვატიული, ისე თასწორობაზე დაფუძნებული მიდგომები. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ევროპის ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე სქესის წყვილების უფლებრივი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს, თუნდათ ოცი წლის წინ იყო.

იურისტი გიორგი ნონიაშვილი, მის ვრცელ კვლევაში "ქორწინების ცნების განსაზღვრა ევროპული სტანდარტები და ქართული გამოწვევები" საუბრობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციურ და სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტებზე ქორწინების ინსტიტუტის მიმართ.

როგორც ირკვევა, ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან ერთი და იგივე სქესის პირთა ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ 11 ქვეყანაში: ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, დანია, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი, ფინეთი.
ევროკავშირის 19 ქვეყანაში კი შესაძლებელია მხოლოდ რეგისტირებული პარტნიორობის გაფორმება.

11 ქვეყანაში არ არის შესაძლებელი ქორწინება ერთნაირსქესიან წყვილებს შორის, მაგრამ შესაძლებელია სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება, რაც წყვილებს ქორწინების მსგავს უფლება –მოვალეობებს ანიჭებს. ასეთი ქვეყნებია: გერმანია, იტალია, მალტა, საბერძნეთი ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, სლოვენია, ჩეხეთი, ხორვატია და უნგრეთი.
თუმცა, ხორვატიასა და უნგრეთში კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომელიც კრძალავს ერთსქესიან პირთა შორის ქორწინებას.

ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის არც ქორწინებას და არც სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმებას არ ითვალისწინებს 6 ქვეყანა: ლატვია, ლიეტუვა პოლონეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.

ევროკავშირის წევრი მხოლოდ 7 ქვეყნის კონსტიტუციაშია ფორმულირება, რომელიც ქორწინებას ადგენს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს.

თუკი კონსტიტუციაში ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირია, საჭიროა მსგავსი ტიპის ხისტი ნორმის დაბალანსება. სახელწმიფოს მხრიდან ერთი და იგივე სქესის წყვილთა სამართლებრივი აღიარებით – კონკრეტულად, სამოქალაქო პარტნიორობის შემოღება. სახელმწიფოს მხრიდან ეს აარიდებს ლგბტ პირების მიმართ ირიბ თუ პირდაპირ ჰომოფობიის წახალისებას, აღნიშნავენ იურისტები.


Print