საზოგადოება
19 წლის ბიჭის შეწყვეტილი სიცოცხლე უპერსპექტივობას გაქცეული სოფლიდან შორს
FaceBook
ზესტაფონიდან დედაქალქში ოცნების ასახდენად წავიდა.

19 წლის ლაშა თბილისში სამუშაოდ ოჯახის წევრებმა სამი თვის წინ გააცილეს. 

სახლში დაბრუნდება ვეღარ შეძლო.

მისი ოცნება, საკუთარი შრომით სწავლის ფული დაეგროვებინა და სტუდენტი გამხდარიყო,  სიცოცხლესთან ერთად დასრულდა. 

ლაშა კობახიძე  30 იანვარს თბილისში, გაზით მოწამლულ შვიდ ადამიანს შორის ერთ–ერთია. 

9 აპრილს 20 წელი შეუსრულდებოდა. იგი ზესტაფონის სოფელ არგვეთში ცხოვრობდა. 

***

19 წლის ლაშამ, უფროს ძმასთან ერთად, ოჯახის მარჩენალის ფუნქცია მას შემდეგ აიღო,   რაც მამამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა დატოვა. დედაქალაქში წასული ერთ–ერთი საფინანსო ორგანიზაციის სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობდა. 

"ნახევარი ქულა დააკლდა შარშან გამოცდებზე. ბიზნეს–ადმინისტრირებაზე უნდოდა ჩაბარება. ამბობდა, ჩემი სწავლის ფულს მაინც შევაგროვებო. მამამისი ეცოდებოდა. ჯანმრთელობა აღარ უწყობდა ხელს და ფეროდან წამოვიდა. რა უნდა ექნა ამას, ოჯახს ხომ რჩენა უნდოდა?!. წვალობდა მის ძმასთან ერთად,  ცოტათი მაინც რომ დახმარებოდა მშობლებს", – ამბობს ლაშას მამიდა.

ლაშა მშენებლობაზე დასაქმებულ კიდევ ექვს პირთან ერთად, თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შვიდივე, ქეთევან წამებულის გამზირზე, ბინაში გაზის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ზესტაფონის სოფელ არგვეთაში, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ლაშას მსგავსად სხვადასხვა ქალაქში დროებით სამუშაოებზე არის დასაქმებული. ოჯახს მოწყვეტილები მიზერული ხელფასით ოჯახებს არჩენენ.



ლაშას მსგავსად თბილისში სამშენებლო ობიექტზე მუშაობს მისი ბიძაშვილი, პავლე კობახიძე. ის ამბობს, რომ სოფელში სხვა პერსპექტივა არ არსებობს და იძულებული არიან დროებით სამუშაოებზე, ოჯახებისგან შორს იმუშაონ.

"26 წლის ვარ და ათ წელზე მეტია დროებით სამუშაოებზე ვმუშაობ. მიტოვებული მაქვს სახლი და წასული ვარ, რომ ლუკმა პური მივაწოდო ოჯახს. 350 ლარს ქირაში ვიხდი და კიდევ სხვისი მონა ვარ. საარსებოს ვშოულობ მხოლოდ. ის, რომ დანაზოგი გავაკეთო, გამორიცხულია. კომუნალურებს ხმარდება ჩემი ფული. ზესტაფონის ფეროშიც მიცდია მუშაობის დაწყება, განცხადებაც დავწერე, მაგრამ არ მიმიღეს. იქაც ვიღაც უნდა ჩარიო, პატრონი უნდა გყავდეს. სხვანაირად არ გამოდის", – ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი, პავლე კობახიძე.

ზესტაფონის 400 კომლიან სოფელში სახლების დიდი ნაწილი დაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ფეროშენადნობთა ქარხნის გარდა სხვა სამსახური არ არის და არც იქაა მარტივი მუშაობის დაწყება.



"სახლი აღარ შენდება სოფელში. კომლი აღარ დგება. არანაირი პერსპექტივა არ არის რაიონში, რომ ოჯახი არჩინო, ცოლ–შვილი გამოკვებო. ზოგი საზღვარგარეთ მიდის. გაუბედურებულია სახლები. აქ რომ ჩამოიაროთ, ყველა კომლიდან ერთი ადამიანი მაინცაა წასული. დაცლილია სოფელი," - ამბობს სოფელ არგვეთის მცხოვრები, ავთანდილ კობახიძე.



დაკეტილი სახლები, დაუმუშავებელი მიწები სოფელში არავის უკვირს. ამბობენ, რომ თოხით და ბარით აღარაფერი გამოდის. მოსავალი რომც მოიყვანო, ფაროსანა ანადგურებს.

უპერსპექტივობის ფონზე, ახალგაზრდები სოფელს ტოვებენ. ზოგი ელემენტარული საარსებობს საშოვნელად, ზოგიც - ოცნების ასახდენად.

ოცნების, რომელიც ლაშასთვის 19 წლის ასაკში, სიცოცხლესთან ერთად დასრულდა,  უპერსპექტივობას გაქცეული სოფლიდან შორს.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
კომპანიამ,  რომელსაც
ქუთაისის მერიამ „ორმაისობის“ ღონისძიებების ორგანიზებისთვის  40
000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა, დღესასწაულში მონაწილე არც ერთ
პირს კუთვნილი ანაზღაურება არ  გადაუხადა.
16:10 / 17.08.2019

კომპანიამ,  რომელსაც ქუთაისის მერიამ „ორმაისობის“ ღონისძიებების ორგანიზებისთვის  40 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა, დღესასწაულში მონაწილე არც ერთ პირს კუთვნილი ანაზღაურება არ  გადაუხადა.

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ქალის სახელს მხოლოდ 29 ქუჩა
ატარებს.
15:29 / 11.06.2019

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ქალის სახელს მხოლოდ 29 ქუჩა ატარებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
სპეც. მასწავლებლისა და საგნობრივი პედაგოგის პოზიციაზე, ქუთაისში 26 საჯარო სკოლის მიერ  93 ვაკანსიაა გამოცხადებული. 
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.
ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაზე განთავსებული საათი,  რომელიც ორ კვირაზე მეტი გაჩერებული იყო, დღეს ამუშავდა.
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
ქუთაისში 26  საჯარო სკოლის მიერ  59 ვაკანსიაა გამოცხადებული მასწავლებლის პოზიციაზე.  
ხონში მცხოვრებმა 12 წლის მარიამ მურღვლიანმა ძალოსნობის ტურნირზე ისევ გაიმარჯვა, რითაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა.