საზოგადოება
ანტისანიტარია „საქართველოს ფოსტის“ ეზოში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, "საქართველოს ფოსტის" შენობის ეზოში, რომელიც თვეების განმავლობაში არ სუფთავდება, ანტისანიტარიის კერაა. გამოყენებული ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და სამშენებლო ნარჩენები ტერიტორიაზე ყოველდღიურად იყრება.

ასეთი გარემოს მიუხედავად, შენობის უკანა ეზო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველდღიური თავშეყრის ადგილია.





"საქართველოს ფოსტაში" ამბობენ, რომ ტერიტორია მათი საკუთრება არ არის და ეზოს დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ქუთაისის მერიაა.











ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ტერიტორია რეგულარულად სუფთავდება და ჩვენი შეტყობინების შემდეგაც დაასუფთავებენ.

Print