საზოგადოება
"დაპირისპირება" მმართველ გუნდში - ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატი ტერიტორიული ორგანოს შენობაში არ შედის
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე მოქალაქეებს, მისთვის განკუთვნილი ტერიტორიული ერთულის შენობის ნაცვლად, ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელში ხვდება.

დეპუტატმა ეს გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღო.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, კვიცარიძის განაწყენება, რომელიც საკრებულოში 2107 წელს  „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა, ამომრჩევლებთან შეხვედრების გამო ადგილობრივ სამთავრობო გუნდში მომხდარ "დაპირისპირებას" უკავშირდება.

კერძოდ, ქუთაისიპოსტის წყაროს ინფორმაციით, მერაბ კვიცარიძე აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც მას ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები მოქალაქეებთან შესახვედრად არ გაყვნენ: "მაჟორიტარი დეპუტატი მივიდა მუნიციპალიტეტში და რამდენიმე თანამშრომელს სთხოვა გაყოლა. თუმცა, იქ უთხრეს, რომ მერის მოადგილესთან შეთანხმების გარეშე “რამდენი ვინცხა” (სტილი დაცულია) მივიდოდა, თანამშრომლებს ვერ გააყოლებდნენ. სწორედ ამას მოჰყვა მერაბ კვიცარიძის გაბრაზება. საქმე იქამდე მივიდა, რომ მერიაში
ამ თემაზე შეიკრიბნენ მერის მოადგილეები, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები.

შეხვედრაზე პირველ საკითხად დაისვა ის, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს მერის მოადგილე გიორგი იობაშვილთან უნდა შეეთანხმებინათ როგორც მოქალაქეებთან გასვლის საკითხი, ასევე, ვის და რამდენ თანამშრომელს წაიყვანდნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან.

მეორე საკითხ
სიტყვა "ვინცხას" ეხებოდა, რომელიც მერაბ კვიცარიძის მისამართით ითქვა მუნიციპალიტეტში, მაგრამ "დიდ" შეკრებაზე ეს არავინ დაადასტურა. გამოდის, კვიცარიძეს მხარი არავინ დაუჭირა“.

განაწყენებული დეპუტატი სიტუაციის გარკვევამდე საკრებულოში თავის აბრის ჩამოხსნით და მერიის შენობაში შეუსვლელობით დაიმუქრა.

„მერაბ კვიცარიძე გაბრაზდა და თქვა, რომ თავის აბრას, რომელიც მერიის შენობაში მის ოთახზეა, ჩამოხნიდა, ავტოქარხანაში წაიღებდა და იმ შენობაში არ მივიდოდა. ერთი პერიოდი საკრებულოს სხდომებზეც არ დადიოდა“, - ამბობს წყარო.

საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს სხდომაზე დასწრების კუთხით ორი გაცდენა აქვს დაფიქსირებული.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ერთ-ერთი გაცდენა სწორედ მმართველ გუნდში დაპირისპირებას უკავშირდება. (25 აპრილი, რიგით მეშვიდე სხდომა).

ქუთაისიპოსტმა, ის აუდიოჩანაწერიც მოიპვა, სადაც მერაბ კვიცარიძე ამბობს, რომ მერის მოადგილემ გიორგი იობაშვილმა დაურეკა და უთხრა, მასთან შეეთანხმებინა მოქალაქეებთან გასვლის დრო.



დღესდრეობით ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩევლებთან ყოველკვირეულ შეხვედრებს , ტერიტორიული ორგანოს შენობასთან ახლოს, კიევის ქუჩა #10-ში ატარებს. სამედიცინო სასწავლებლის ორსართულიან კორპუსში მაჟორიტარს ერთი ოთახი აქვს დათმობილი.


კიევის ქუჩა #10-ში მდებარე  ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი, სადაც მერაბ კვიცარიძე მოქალქეებს ხვდება

ადგილზე განმარტავენ, რომ მერაბ კვიცარიძეს მოქალაქეების მიღების დღე ყოველ სამშაბათს, 15 :00 საათზე აქვს. თუმცა, შენობის გარეთ არაფერი მიანიშნებს, რომ დეპუტატი მოქალაქეებს იქ ხვდება.

ისევე, როგორც არანაირი მინიშნება არ არის ავტოქარხნის ტერიტორიული ერთეულის შენობაში, რომ მაჟორიტარი მოსახლებას სხვაგან იღებს. ადგილზე განმარტავენ, რომ დეპუტატი თავდაპირველად მოქალაქეებს იქ ხვდებოდა. დღესდღეობით კი მერაბ კვიცარიძისთვის შენობაში განკუთვნილი ადგილი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს აქვთ ათვისებული.


ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთულის შენობა

„მართალია, დიდი მანძილი არ არის მუნიციპალიტეტსა და ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელს შორის, სადაც მაჟორიტარი იღებს მოქალქეებს, მაგრამ დისკომპორტი იქმნება. ადრე ვინც კი ყოფილა ჩვენთან მაჟორიტარი, სულ აქ ატარებდა შეხვედრებს“, - ამბობენ მოქალაქეები.

ქუთაისის საკრებულოში სულ ათი მაჟორიტარი დეპუტატია. ისინი მოქალაქეებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში ხვდებიან.

ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე ოფიციალურ საუბარში აუდიოჩანაწერისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. ის ირწმუნება, რომ ტერიტორიული ორგანოდან სამედიცინო სასწავლებლის შენობაში გადასვლის მიზეზი დაპირისპირება არ არის. მისი თქმით, სასწავლებელში ლექციებს ატარებს და შესაბამისად, მოქალაქეებსაც იქ იღებს.

"არავისთან დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს, მე ვაკეთებ საქმეს, რასაც ხალხთან ურთიერთობა ქვია. ჩემი მოვალოება, როგორც მაჟორიტარის, გახლავთ, რომ კომუნიკაცია მქონდეს ჩემს მოსახლეობასთან. თქვენ რაც გნებავთ მაინცდამაინც იმის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ. მე ვიყავი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, მაგრამ თქვენს და ბევრი სხვას გასაკვირად ვარ ყველას მაჟორიტარი. ეს "ნაციონალი" იქნება, „ქართული ოცნება“ თუ „ლეობორისტი“. ამიტომ, მე კომუნიკაცია მაქვს ყველასთან. მე ვარ არჩეული დეპუტატი და დროის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია ამომრჩეველთან მივიდე", - ირწმუნება ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე.

ქუთაისიპოსტი მერის მოადგილესთან გიორგი იობაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა, ის ამ დროისთვის ქალაქში არ იმყოფება.

მერიაში ირწმუნებიან, რომ მერის მოადგილეს არცერთ მაჟორიტარ დეპუტატთან არ ქონია საუბარი იმაზე, რომ მასთან შეთანხმებულიყო მოქალაქეებთან შეხვედრების დეტალები.
„აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა“, - ირწმუნებიან მერიაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.