საზოგადოება
საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს განუცდია სექსუალური შევიწროება
FaceBook
რას ნიშნავს სექსუალური შევიწროვება?

ნებისმიერი სახის არასასურველი ქმედება, რომელსაც გააჩნია სექსუალური შინაარსი და რომელიც ისახავს ღირსების შელახვასა და დამცირებას - ასე განიმარტა სექსუალური შევიწროვების დეფინიციაა კატო მიქელაძის სკოლაში ჩატარებულ სემინარზე.

სექსუალური შევიწროების რეგულირება საქართველოში და არსებული პრაქტიკა - ეს საკითხი გახდა მსჯელობისა და დისკუსიის თემა სემინარზე, რომელსაც "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", იურისტი ანა თავხელიძე უძღვებოდა.

როგორც შეხვედრაზე განმარტეს, სექსუალური შევიწროვება შეიძლება განხორციელდეს როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილას.

სექსუალური შევიწროვება არსებობს ფიზიკური, ვერბალური, არავერბალური (მასტურბაცია საჯარო სივრცეში, გენიტალიების ჩვენება და .ა.შ. ) და დაჟინებული მზერა.

"სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს და თუმცა ამ კუთხით მომართვიანობაა საკმაოდ ხშირი", - აღნიშნა ანა თავხელიძემ.

სექსუალური შევიწროვება დასაქმების ადგილას არის განსაკუთრებით მძიმე შემთვევახ. აქ ადგილი შეიძლება ქონდეს შეთავაზებას "მომსახურება მომსამხურების სანაცვლოდ " ან მტრული გარემოს შექმნას.

"მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ" ეხება პოზიციით მაღალ საფეხურზე მყოფი პირის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებას, როდესაც დაწინაურების, ხელეშეკრულების გაგრძელების, ხელფასის მომატების სანაცვლოდ ითხოვს სექსუალური შინაარსის სხვადასხვა ქმედებას. შესაძლებელია დამსაქმებელმა ან სხვა მაღალ პოზიციაზე მყოფმა პირმა ამაზე თანხმობა მიიღოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ძალადობა არ არის. მათზე დაქვემდებარებული თანამშრომელი შესაძლებელია სამუშაოს დაკარგვის შიშით იძულებით დათანხმდეს მსგავს შეთავაზებას, აღინიშნა შეხვდრაზე.

თუკი თანამშრომელი თანაბარ პოზიციაზეა და ახორციელებს სექსუალურ შევიწროვებას, ეს არასასურველი და მტრული გარემოს შექმნაა. რაც შეიძლება გამოიხატოს უხამს კომენტარებში, არასასურველ შეხებაში.

„მოგვმართა ქალმა, რომლის მიმართ სექსუალურ შევიწროვებას ქონდა ადგილი როგორც კაცი, ისე ქალი თანამშრომლიდან, ორივე მასზე მაღალ პოზიციაზე იყო და ორივე ახორციელებდა ამ ქალის მიმართ ღირსების შემლახავ ქმედებას. ამიტომ მარტო კაცები არ აშავებენ. ასევე იყო შემთხევვა, როდესაც ერთ პოზიციაზე მყოფმა თანამშომლებმა აიძულეს ქალი შეეცვალა სამსახური. იმ კონკრეტულ პოზიციაზე მხოლოდ კაცები მუშაობდნენ, და ყოველ დღე ამ ქალის მიმართ ისმოდა უხამსი კომენტარები, ვერბალური და ფსიქოლოგიური ძალადობა, სწორედ სექსუალური შინაარსის“, - აღნიშნა ანა თავხელიძემ.

სექსუალური შევიწროვების შედეგები მძიმეა და გამოიხატება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დისკომფორტში.

სექსუალურ შევიწროვების წინააღმდეგ ქართულ კანონმდებლობაში სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, თუმცა არის საერთაშორისო ნორმები და კონვენციები, რომლის ხელმომწერია საქარველო და ის ავალდებულებს სახელმწიფოს ამ მექანიზმების შექმნას და რეაგირებას პრობლემაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ კანონის მიღებას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს. ამის მიზეზად საკითხის სათანადოდ არშეფასება, მისი მნიშვნელობისა და სერიოზულობის გაუაზრებლობა სახელდება.

დაზარალებულს საქართევლოში სახალხო დამცველის აპარატი და სასამართლო რჩება, (სადაც სექსუალური შევიწროვების კუთხით რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს პროცესი). პოლიცია რეაგიებას არ მოახდენს სამართლებრივი მექანიზმის არარსებობის გამო.

„თუმცა ჩვენ მოვუწოდებთ ქალებს მსგავსი შემთხვევის გამო, საჯარო სივრცეში თუ დასაქმების ადგილას, ქონდეს რეაგირება, მაინც გამოიძახოს პოლიცია და ის დისკომფოტი მაინც შეუქმნას იმ „შემვიწროვებელს“, რომ პოლიციას ახსნა- განამრტებები მისცეს", -აღნიშნა ანა თავხელიძემ.

არ არსებობს სტატისტიკა, თუმცა არსებობს გამოკითხვა, რომლის თანახმად საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს განუცდია სექსუალური შევიწროვება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.