საზოგადოება
„ორმაისობა“ აღდგენილი და დავიწყებული ტრადიციებით
FaceBook
საქართველო სადღესასწაულო დღეების სიმრავლით გამოირჩევა.

ბევრი ერთი და იგივე დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნება. თუმცა, საქართველოში არის ისეთი დღესასწაულიც, სადაც ორ მოვლენას ერთი თარიღი ეძღვნება. `ორმაისობა" ორ დღესასწაულს აერთიანებს - "გვირილობას" და ქალაქის დღეს იგივე "ქუთაისობას".

ერთი საუკუნის წინ ეს ორი სხვადასხვა მოვლენა იყო. სხვა ფორმაც ჰქონდა და სხვა შინაარსიც.

ძირითად დღესასწაულს ორმაისობა ანუ "ქუთაისქალაქობა" წარმოადგენდა. მას ჰქონდა თავისი სიმბოლოც - წითელი ვარდი, რომელიც მებრძოლ და რევოლუციურ განწყობებთან ასოცირდებოდა.

"გვირილობა" ორმაისობის ნაწილი იყო და აქციის სახე ქონდა. როგორც ცნობილია "თეთრი გვირილის დღის" იდეა სკანდინავიის ქვეყნებში მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლაში. ამ აქციით ცდილობდნენ ტუბერკულოზის წიანაღდეგ სახსრების მიძიებას. ეს იდეა აიტაცეს ევროპის ბევრ ქვეყაანში. მას გამოეხმაურნენ საქართველოშიც.

გვირილობის აქციას ქუთაისში თავისი გმირიც ყავდა. ქუთაისში "გვირილობის" აღნიშნვნა გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. გვირილების აქცია ყოველწლიური გახდა და ქალაქის დღესასწაულს შეეზარდა. საარქივო მასალებში შემორჩენილია ფოტო, რომელზეც დღევანდელი ისტორიული მუზეუმის შენობის წინ აღბეჭდილია სწორედ გვირილობის მონაწილეთა დიდი ჯგუფი. თარიღი კი ასე აწერია: 1912 წლის 20 აპრილი.

XX

მე-20 საუკუნის დასაწყისში "ორმაისობა "არა მხოლოდ ქალაქის დღესასწაული იყო და გართობის ხასიათი ქონდა. იგი დახმარებასთან და ქველმოქმედებასთანაც ასოცირდებოდა.

დახმარება მხოლოდ დაავადებასთან ბროლაში არ გამოიხატებოდა. ამ დღეს თამაშდებოდა იაფი ლატარეა, რომელში აღებული ფულიც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.

იმ პერიოდში ქალაქის მესვეურებმა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო განათლების საკითხი და დღესასწაულების ამ მიმართულებით გამოყენებას ცდილობდნენ.

ამ დღის აღნიშვნა საქართველოს 1921 წლის ოკუპაციასთან ერთად გაქრა.

განათლებისა და ქველმოქმედების აქციები წარსულს ჩაბარდა და მთელი 50 წელი აღარ აღინიშნებოდა, სანამ საბჭოთა ქუთაისში არ გაახსენდათ მისი არსებობა.

" 70-იანი წლებიდან ქალაქის პარტიულმა და კომკავშირულმა ხელმძღვანელობამ ეს ტრადიცია აღადგინა. ძირითადი ღონისძიებები (კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, მასობრივი სეირნობები და სხვ.) მუხნარის ტყეში იმართებოდა. ძველი ორმაისობის ტრადიციის ნაწილად იყო შემორჩენილი აგრეთვე ყვავილების ზეიმი, რომელიც სტადიონზე იმართებოდა ჩემს ბავშვობასა და სტუდენტობაში", - ამბობს ჟურნალსიტი ნანული ცხვედიანი.

ქუთაისობის აღნიშვნას არავითარი სხვა დანიშნულება არ ჰქონდა, გარდა ზეიმისა და გამოგონილი სამადლობელისა კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების მიმართ.

საბჭოთა კავშირის ნგრევას მოყვა "ორმაისობის" დღესასწაულისთვის შინაარსის ცვლა.

ყვავილების დღესასწაულის აღნიშვნასთან ერთად, ქუთაისობას, ბელადების პატივგების ვალდებულებაც მოეშალა.

პოსტსაბჭოთა ქუთაისში ორმაისობა მუხრანის ტყეს შერჩა.

დღესასწაული ცენტრში გადმოვიდა და ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო 2008 წელს.

ფორმატი და კონცეფცია რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ შეიმუშავა.

"ქუთაისობაც" და "გვირილობაც" ერთ ზეიმს "ორმაისობას" შეერწყა, გვირილით შეიცვალა "ორმაისობის" სიმბოლოც. აღნიშვნის ძველი ტრადიციიდან ბევრი რამ აღდგა, ზოგიც ახალი დაემატა.

წელს იმერეთის გუბერნიის ინიციატივით "გვირილობისთვის" მისი როლის დაბრუნებაც გადაწყვიტეს.

,,გვირილობა" დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან, გადავწყვიტეთ, გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ ისევ დავეხმაროთ ადამიანებს", - განმარტავდნენ იმერეთის გუბერნიაში.

საქველმოქმედო აქცია მუხრანის ტყეში მოეწყო 105  წლის შემდეგ, სადაც იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების და სხვადასხვა აქსესუარების გამოფენა გაყიდვა გაიმართა.

გუბერნიაში ამ დროისთვის არ დაუთვლიათ, რა თახა შეგროვდა გაყიდვებიდან. არც იმაზე შეჯერებულან, რას მოხმარდება ქველმოქმედებით შემოსული თანხა და ვინ იქნება ადრესატი.

105 წლის წინ ორმაისობას გამართული საქველმოქმედო აქციები მარტო ტუბერკულოზით დაავადებულებს არ ეხმარებოდა. თანხა განათლებასაც ხმარდებოდა.

სადღეისოდ ქუთაისელი შეძლებული პირები და ორგანიზაციები საქველმოქმედო მიზნით გაცემულ თანხებს ნაკლებად ახმარენ განათლებას. კერძო პირების მხრიდან განათლებაში ინვესტიციაც ნაკლებად იდება. ის რაც კარგად ესმოდათ მე-20 საუკუნის საქართველოში, აღარ იციან დღეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.