საზოგადოება
მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI
FaceBook
ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტმა  NDI საზოგადოებრივი კვლევის შედეგები წარმოადგინა.
გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.

კვლევის მიხედვით,  მოსახლეობის უმეტესობა, 72 პროცენტი, კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 64 პროცენტი კი მიესალმება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობა 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს. თუმცა, ქვეყნის მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია: მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 39 პროცენტი, მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 32%მიიჩნევს რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო გამოკითხულთა 26% მიიჩნევს რომ ქვეყანა სწორი მიმართყლებით ვითარდება. 

გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ 2017 წელს არჩეული ადგილობრივი მთავრობა იგივენაირად მუშაობას, როგორც 2014 წელს არჩეული ადგილობრივი მთავრობა. ასევე, მათი აზრით არჩეული მთავრობა ქვეყანაში არსებულ საკითხებს საშუალოდ გაართმევს თავს. კვლევის მიხედვით საბავშვო ბაღებში, პარკების და გამწვანების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ქუჩების ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, თუ სხვა საკითხებზე 2017 წელს არჩეული ადგილობრივი მთავრობა საშუალოდ იზრუნებს.

მოსახლეობის 59 % კვლევის დროს აცხადებდა, რომ არჩევნებში იმიტომ მიიღეს მონაწილება, რომ ეს მისი სამოქალაქო ვალი იყო.  თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი არჩევნებზე მისვლის მთავარი მიზანი სხვა პარტიის გამარჯვებაში ხელის შეშლა იყო.

მოქალაქეები რიგ ეკონომიკურ და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოყოფენ. გარემოს დაბინძურება, საგზაო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლებისთვის ისევ ერთ-ერთ პრობლემად რჩება. ასევე, მათთვის ერთ-ერთი ეროვნული მნიშვნელობის პრობლემად სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე რჩება. მოსახლების თქმით, კეთილმოწყობის კუთხით საქართველოში გაზიფიცირების პრობლემაა, ასე გამოკითხული მოსახლეობის 33% ფიქრობს.

“მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების პროცესს, მთლიანობაში, დადებითად აფასებს, საყურადღებოა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხმების დათვლის პროცესს არ ენდობიან. კვლევის ეს მიგნება თანხვედრაშია არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებთანაც. ხმების დათვლის პროცესისადმი ნდობის ამაღლების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ამ პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობები უნდა განიხილონ,” - აცხადებენ ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტში.


Print