სამართალი
ქუთაისის ბარ-რესტორანში დაჭრილი დაცვის თანამშრომელი საავადმყოფოდან გაწერეს
FaceBook
ქუთაისში "ბარ- რესტორან" სეზამში დაჭრილი დაცვის თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია.
"მისი ჭრილობა არ იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, გუშინვე გაწერეს საავადმყოფოდან" -  განმარტავენ ბარ-რესტორან "სეზამში".

ბარ-რესტორანში დაცვის თანამშრომელი 12 იანვარს ღამით დაჭრეს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა შელაპარაკების შედეგად მოხდა.

"ხუთ ნასვამ მდგომაროებაში მყოფ ახალგაზრდას სურდა ბარში შემოსვლა, ასევე მათ უნდოდათ შემოეტანათ საკუთარი სასმელი. დაცვის თანამშრომელმა ისინი ბარის ტერიტორიაზე არ შემოუშვა, რადგან ნასვამ მდრომარეობაში მყოფნი ხელს შეუშლიდნენ ჩვენს სტუმრებს, ასევე არ არის დაშვებული გარედან სასმელის შემოტანა"მ  - განაცხადა ჩვენთან საუბარში ბარ-რესტორან "სეზამის" მენეჯერმა, ნინო კაპანაძემ.

მისი თქმით, ახალგაზრდებს და დაცვის თანამშრომელს შორის შელაპარაკება რესტორნის გარეთ მოხდა, რა დროსაც მათი თანამშრომელი ზურგის არეში დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკევთით 3-დან 5 წლამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა,
562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023
წლის მონაცემები.
10:46 / 15.03.2024
აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა, 562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023 წლის მონაცემები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.