სამართალი
ქუთაისში ყოფილი პატიმარი ყოფილ მოსამართლეს სახლის წართმევაში ადანაშაულებს
FaceBook
გულნარა ვაჩიბერაძე ყოფილ მოსამართლეს, პაატა ქობულაძეს საცხოვრებელი სახლის თაღლითურად მითვისებაში ადანაშულებს.

ის ამბობს, რომ  მისი ციხეში ყოფნის დროს ქობულაძემ გააყალბა დოკუმენტები და მისი ხელმოწერის გარეშე სახლი გადაიფორმა. ამას კი წინ უძღოდა მასსა და ქობულაძეს შორის ოქროს ნივთების გამო დაწყებული დავა, რომელიც გულნარა ვაჩიბერაძემ ქობულაძის კუთვნილ ლომბარდში დააგირავა. მისივე თქმით, თანხის დაბრუნების და ნივთების გამოსყიდვის დროს, ქობულაძემ მას უთხრა, რომ ოქროს ნივთები სინამდვილეში დაბალი ხარისხის იყო და ის მოტყუებული დარჩა, რის გამოც, სასამართლოში თაღლითობის ბრალდებით ჩივილს აპირებდა.

ამის შემდეგ ყოფილმა მოსამართლემ სასამართლოში იჩივლა და გულნარა ვაჩიბერაძე 7 წლით ციხეში აღმოჩნდა. ციხიდან გამოსულს კი  საკუთარი სახლი სხვის სახელზე გადაფორმებული დახვდა.

გულნარა ვაჩიბერაძემ თამარ მეფის  ქუჩა N 54-ში, სახლთან, სადაც ახლა პაატა ქობულაძის შვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე შეკრებილებმა სახლის აივანზე პლაკატები წარწერით: "SOS გვასახლებენ",  "დაგვიბრუნეთ სახლები" გააკრეს.

"გამოვედი ციხიდან და არაფერი არ დამხვდა. სხვის სახლში ვცხოვრობ. პაატა ქობულაძემ ჩემი ხელმოწერის გარეშე გაიტანა აუქციონზე ჩემი სახლი და თვითონვე შეიძინა. ჯერ კიდევ ციხეში მითვლიდა ხომ იცი მეგობრები მყავს, მაინც არაფერი გამოგივა და ყველფერი მე უნდა მომცეო. მისი მეგობარი პროკუროებით მემუქრებოდა. პირობას ვდებ, არავის ვაპატიებ ამას" ,- განაცხდა გულნარა ვაჩიბერაძემ.

გულნარა ვაჩიბერაძის სახლში, დღეს გამართული საპროტესტო აქციის მომენტშიც იმყოფებოდა ოჯახის ახლობელი, თუმცა, მან საუბარი არ ისურვა.

გულარა ვაჩიბერაძე თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ ყველა მეთოდით იბრძოლებს სამართლიანობის აღსადგენად.

ყოფილ პატიმარს ბინის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბროლა უკვე დაწყებული აქვს.

თამარ მეფის N 54-ში გამართულ საპროტესტო აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და არასამთავრობო ორგანიზაცია "დაზარალებულთა ცენტრის" წარმომადგენლები შეუერთდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა,
562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023
წლის მონაცემები.
10:46 / 15.03.2024
აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა, 562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023 წლის მონაცემები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.