პოლიტიკა
"პარტიებმა, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, უნდა გაიარონ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული პროცედურები" - ცესკო
FaceBook
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ  სუბიექტებს  საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული რეგისტრაციის პირობების დროულად გავლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას  ცესკო ოფიციალურ გვერდზე  აქვეყნებს. რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ყველა დაინტერესებულ პირს შეახსენებს არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელ პირობებს.
პარტიებმა, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, უნდა გაიარონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურები, კერძოდ:

პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისას (არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში) ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

პარტიამ, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში ან არ იყო რეგისტრირებული 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დღისთვის, ცესკოს განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1-ლი აგვისტოსი, კვალიფიციურმა პარტიამ ცესკოს უნდა წარუდგინოს სულ ცოტა 1000, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა - სულ ცოტა 25 000 მხარდამჭერთა სია.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, მუნიციპალიტეტის მერობის/საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, მიმართავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, უნდა წარუდგინოს მხარდამჭერ

ამომრჩეველთა სია (მხარდამჭერების საჭირო ხელმოწერათა რაოდენობა განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით არჩევნების დანიშვნის დღეს).
* * *
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი იწყება არჩევნების დანიშვნისა და კენჭისყრის დღის ოფიციალურად გამოცხადებიდან. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციას რეგისტრაციის მიზნით უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციამ - არაუგვიანეს მე-7 დღისა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სურს არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელება, შესაბამისი წესით უნდა იყოს რეგისტრირებული კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ერთი წლისა და მისი წესდება ითვალისწინებდეს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო რეგისტრაციებით დაინტერესებულ მხარეებს გაითვალისწინონ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები", - ნათქვამია განცხდებაში.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.