განათლება
მოხდება თუ არა გადათამაშება - ვინ გახდება წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი
FaceBook

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად  2019 წლის 22 თებერვალს არჩევნები ჩატარდება.


კონკურსში ორი კანდიდატი მონაწილეობს - ამავე უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე, როლანდ კოპალიანი და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ნიშნიანიძე.


მოახლოვებული არჩევნების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩვენებში როლანდ კოპალიანი გაიმარჯვებს, რომელიც ამჟამად მოქმედ რექტორთან, გიორგი ღავთაძესთან დაახლოებული პირია. ის, ასევე 6 წლის განმავლობაში იყო რექტორის მოადგილე და ბოლო ორი წელია რექტორის აპარატს ხელმძღვანელობს. უნივერსიტეტის შიდა წრეებში, პირად საუბრებში ამბობენ, რომ როლანდ კოპალიანის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ,   კანდიდატურას მოხსნის და პოსტს ისევ გიორგი ღავთაძე დაუბრუნდება და რომ ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებულია.


ზემოთხსენებული გადათამაშების სქემას როლანდ კოპალიანი უარყოფს:



რექტორობის მეორე კანდიდატი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ შესაძლო გადათამაშების შესახებ სმენია, თუმცა, ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტი არ მოხდება:



გავრცელებულ ინფორმაციას უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედი რექტორი, გიორგი ღავთაძე ჭორებს უწოდებს და კომენტარს არ აკეთებს.


წერეთლის უნივერსიტეტში რექტორის პოზიციის დასაკვებლად რეგისტრაცია მიმდინარე წლის 8 იანვარს დაიწყო და 21 იანვარს დასრულდა.


გიორგი ღავთაძე რექტორის პოსტზე ორჯერ არის არჩეული. რექტორის არჩევნები აწსუ-ში ბოლოს 2015 წელს ჩატარდა.


რა ვიცით რექტორობის კანდიდატებზე?


დავით ნიშნიანიძე -
წერეთლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეა. ამასთანავე, არის საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიზიკაში. 2002-2014 წლებში თანამშრომლობდა ბოლონიის უნივერსიტეტთან. 


სამი პუნქტი, რომელსაც რექტორად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს:


როლანდ კოპალიანი
- სპეციალობით აგრონომია. მიღებული აქვს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2016 წლიდან დღემდე არის წერეთლის სასწავლებლის აგრარული ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტის პროფესორი. 2011-2016 წლებში აწსუ-ს რექტორის მოადგილე იყო. ბოლო ორი წელია არის რექტორის აპარატის ხელმძღვანელი.

სამი პუნქტი, რომელსაც რექტორად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს:


რექტორი, 4 წლის ვადით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევა.


საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი რექტორი, გიორგი ღავთაძეა და მასში თითოეული ფაკულტეტის ორი წევრი შედის.

Print