პოლიტიკა
ქალთა ემანსიპაციის პერსპექტივები და სამართლიანობის შვიდი პრინციპი
FaceBook
ქალთა ემანსიპაციის პერსპექტივები, ჩაგვრის წყაროები, წინააღმდეგობის პოლიტიკა და სამართლიანობის პრინციპები - აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა "კატო მიქელაძი სკოალში გაამრთული სემინარი.

სემინარს EMC -ს წარმოადმგენელმა მაია ბარქაია უძღვებოდა

მომხსენებელმა მიმოიხილა ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფების საქმიანობები, საერთო ინტერესები და განსხვავებული გზები.

"ქალთა ეს მოძრაობები თანხმდება რომ გვინდა სამართლითნობა და თანასწორობა. თუმცა როგორ მიაღწევენ ეს იმაზეა დამოკიდებული რა პლატფორმაზე დგანან", -აღნიშნა მაია ბარქაიამ.
ლიბერალური, სოციალისტური, შავკანიანთა, სეპარაციონისტული, მწვანე, რადიკალური ფემინიზმი ყველა თავის გამოსავალსა და გზას თავაზობს.
"ლიბერალური ფემინიზმისთვის არსებულ პოლიტიკურ საზოგადოებრივ სტრუქტურებში ქალების არსებობა და მონაწილეობაა მნიშვნელოვანი, მაგრამ მემარცხენეებისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ამ სტრუქტურების გარდაქმნა", -აღინიშნა შეხვედრაზე.
"მსოფლოში ყველაზე მისაღებია ლიბერალური ფემინიზმი, რასაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ. საამისოდ ბევრი მიზეზი აქვს. უფრო კომფორტულიც არის, რადგან ხელუხლებელს ტოვებს არსებულ სისტემას. მარტივია მიხვიდე და დაატრენინგო ათი ადამიანი, ვიდრე იმ ათი ადამიანისთვის შექმნა ისეთი გარემო, რომ მათ შესაძლებლობის რეალიზების საშუალება მიეცეთ", - აღნიშნა მაია ბარქაიამ.
მემარცხენე ფემინისტები თვლიან რომ ყველა ეს ემანსიპატორული მოძრაობა კაპიტალიზმის მიერ არის "მოთვინიერებული".
მაია ბარქაიამ ისაუბრა სამართლიანობის შვიდ პრინციპზე. რომელტა განხორციელების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ნამდვილ სამართლიანობაზე საუბარი.

სიღარიბის საწინააღმდეგო პრინციპი. სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანია სიღარიბის აღმოფხვრა.

მოწყვლადი ადამიანების ექსპულატაციისგან პრევენცია. ანუ ექსპლუატაციის საწინააღმდეგო პრინციპი.

შემოსავლების თანასწორობა,

თავისუფალი დროის თანასწორობა,

პატივისცემის თანასწორობა,

მარგინალიზაციის საინააღმდეგო პრინციპი,

ანდროცენტრიზმის საწინააღმდეგო პრინციპი.

სეხვდრაზე აღინიშნა რომ სისტემის, სახელწმიფოს ადამიანების ურთიერთობების მოდელად მიღებულია კაცის ამჟამინდელი ცხოვრების მოდელი. ქალი უნდა ასიმილირდეს ამ მოდელში. ქალიც უნდა "გახდეს" კაცი. უნდა მოერგოს იმ ინსტიტუტებს რომლებიც კაცებზე არის მორგებილი.
მნიშვნელოვანია ინსტიტუტები გარდაიქმნას დ ა მისთვის მთავარი ობიექტი იყოს ადამიანი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.