პოლიტიკა
ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
FaceBook
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მთავრობა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით გამოკვეთილ პრობლემებზე რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.
"პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები და თავშესაფრის მოთხოვნები, რამდენად მძიმეა მათთვის ეს, როგორც ფინანსურად, ასევე - შემდგომი შედეგებიდან გამომდინარე, და ამ ინფორმაციას ჩვენ მაქსიმალურად გავავრცელებთ და შევეცდებით კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას კამპანიური სახით - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.

საგანგებო თათბირს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე ის ნაბიჯები განიხილეს, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

"ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა შესაძლო ნაბიჯი, რომელიც ამ რისკებიდან დაგვაზღვევს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს არ გახდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების მიზეზი.

ჩვენი მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები, როგორც შიდა კანონმდებლობის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით და ქვეყნის შიგნით შესაბამისი კამპანიის წარმოების კუთხით, რომელიც დაფარავს ყველა ასპექტს. პარტნიორ ქვეყნებთან ვიმუშავებთ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მომავალშიც გაგრძელდება, რათა ჩვენ ორივე გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ერთი მხრივ, ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივ ბრძოლას და მეორე - თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადადგმული ნაბიჯებით გავუმკლავდეთ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.