პოლიტიკა
"მთავრობაში რეფორმა ჩასატარებელი იყო" - პარლამენტის თავმჯდომარე
FaceBook
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო.

მისივე ვარაუდით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, ან იანვარში დაამტკიცებს.

"დაახლოებით ერთ კვირაში შემოვა ალბათ, შესაბამისი კანონპროექტი და დაიწყება საპარლამენტო განხილვა. ამას დასჭირდება თავისი დრო. დაჩქარებული წესის შემთხვევაშიც დაგვჭირდება მინიმუმ ორი კვირა, რომ ჯერ კომიტეტზე გავიტანოთ და შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოვისმინოთ კანონის პროექტი. ამის შემდეგ იცით, რომ ვეტოს პროცედურა არის კონსტიტუციით დადგენილი და ამის შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ ნდობა გამოვუცხადოთ მთავრობის შემადგენლობას. შესაძლებელია დეკემბრის ბოლომდე, შეიძლება იანვარში მოგვიწიოს ამ პროცედურების ჩატარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე განმარტა რომ, ის მიესალმება უწყებების ოპტიმიზაციას რაც საქართველოში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა.

"მე ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა იყო ჩასატარებელი და მივესალმები ინიციატივას, რომლითაც გამოვიდა პრემიერ-მინისტრი", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება, კადრების შემცირებას უწყებებში, ირაკლი კობახიძის თქმით, რეორგანიზაციის საკითხი ინდივიდუალური მიდგომით, სამინისტროების მიხედვით უნდა იყოს განხილული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.