კულტურა
ქუთაისი „მდუმარე კულტურით“
FaceBook
ქუთაისში სახელმწიფო და კერძო თეატრებმა სეზონი დახურეს. კულტურული სეზონი დასრულდა სხვა კულტურულ ობიექტებში.
ნაკლებია წიგნის პრეზენტაციები. არ იფინება ახალი ექსპოზიციები გალერეებში. კულტურულმა ცხოვრებამ აქტიურობა შეანელა და თითქოს "შვებულებაში გავიდა". თუმცა, მანამდე ჰქონდა ნახევარწლიანი პერიოდი შეექმნა გარკვეული ამინდი.

ქუთაისში გაიმართა ათობით პრეზენტაცია, სპექტაკლი, გამოფენა და სხვა მოვლენა. რამდენად დაამახსოვრეს მათ თავი მომხმარებელს - მსმენელეებს, დამთვალიერებლებს, მკითხველებს. 2017 წლის პირველი ნახევარი ზოგადად იყო თუ არა აქტიური კულტურლი პროცესით გამორჩეული ქუთაისში?
ხელოვნების მოყვარულთა ნაწილი რამდენიმე ღონისძიებას გამოყოფს, ნაწილს უჭირს რაიმე კონკრეტულის გახსენება, თუმცა, ყველა საუბრობს კულტურულად მდორე ატმოსფეროზე, მის ფრაგმენტულ ხასიათზე, ნაკლებ სიახლეებზე.

შესაძლებელია იმიტომაც, რომ კულტურის მთავარ "პატრონად" კვლავ სახელმწიფო რჩება. რომელიც ყველაზე კონსერვატორია "შემკვეთებს" შორის და იშვიათად იცვლის გემოვნებას.

ნაკლებია კერძო ინიციატივები და ბიზნეს სექტორის დაინტერესება. ხელოვნების მოყვარულები ამ ტენდენციაზეც მიუთითებენ.
"მერია აგრძელებს ძველი ინიციატივების მხარდაჭერას, ზოგადად კერძო სექტორი არაა ჩართული ამ სფეროში განსაკუთრებით ქუთაისში, თუ არ ჩავთვლით ახალგაზრდულ ცენტრს და მათ დაორგანიზებულ ბალეტის ფესტივალს. მე ვფიქრობ, რომ ამ სფერომ უნდა დააინტერესოს კერძო სექტორი, გაიჩინოს საკუთარი შემოსავლები და გაყიდოს პროდუქტი რასაც ქმნის", - აღნიშნავს პოლიტიკოსი თემურ ცამციშვილი.

ქუთაისში წიგნებისა და სხვა ლიტერატურის ბეჭდვა ძირითადად ქალაქის ბიუჯეტიდან ხდება. ქალაქიდან ფინანსდება ლიტერატურული ჟურნალებიც: "განთიადი", "უქიმერიონი", "მწვანეყვავილა", "თეატრალური ქუთაისი", "მერმისი", რომელთა გამოცემა ჯამში ბიუჯეტს 71 800 ლარი უჯდება. თუმცა,  ნაკლებია ამ გამოცემების ცნობადობა. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტებიდან არავინ ასახელებს მათ და თავს არ მიიჩნევს ამ ჟურნლების მკითხველებად. სამაგიეროდ, ასახელებენ სხვა ლიტერატურას, რომელთა ავტორები ასე ქუთაისელებია.

ლიტერატურის მოყვარულთა ნაწილს ცირა ყურაშვილის "ჟამსა თამაშობისასა" და ცოტნე ცხვედიანის "მაიკოვსკის თეატრი" დაამახსოვრდათ. აღნიშნული ტექსტები ლიტერატურული კონკურსის "საბას" ჟიურიმაც შემჩნია და შორტ ლისტში შეიყვანა.

"ამ პერიოდში წაკითხული ნაწარმოებებიდან მომეწონა ცოდნე ცხვედიანის "მაიაკოვსკის თეატრი" (მათ შორის იმის გამოც, რომ ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა თანამედროვე ქართულ პროზაში, როდესაც მოქმედება არა დედაქალაქში, არამედ პროვინიცაში ვითარდება),"- ამბობს თეონა გეგუჩაძე, ენერგოპრო ჯორჯიას თანამშრომელი და ლიტერატურის მოყვარული.

2017 წლის პირველ ნახევარში რაიმე დასამახსოვრებელი კულტურული მოვლენის გახსენება უჭირს ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანის გაშუქება მოუწია.

"მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე არ მახსენდება რაიმე კულტურული მოვლენა ქუთაისში, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ყველა ღონისძიება იყო სტანდარტული", - აღნიშნავს იგი.

ხელოვნების მოყვარულები საუბრობენ იმ დანაკლისზე რასაც განიცდიან, და რის არსებობასაც ისურვებდნენ ქუთაისში.
"ვოცნებობ, ჩვენ ქალაქში იყოს თანამედროვე ხელოვნების ცენტრ(ებ)ი, გამოფენები, კონცეპტუალური, თუნდაც პროვოკაციული პერფორმანსები. მაკლია ირონია და თვითირონია სპექტაკლებში. და კიდევ, ისეთი პლატფორმები, რომლებიც ადამიანებს თვალსაწიერს გაუფართოებს (მაგალითად, ლექციები ისტორიაზე - ოღონდ არა "გულზემჯიღისდამრტმელურ" და "სადღეგრძელოს" ფორმის, სხვა ერების კულტურებზე და თანამედროვე ხელოვნებაზე და ა.შ.)", - ამბობს თეონა გეგუჩაძე.

ალტერნატიული სივრცეების გაქრობა ბოლო წლების სამწუხარო ტენდენციად იქცა ქუთაისში. აღარ ფუნქციონირებს "პრაქსისი" რომელიც საინტერესო ხელოვანებს და ხელოვნების მოყვარულებს აერთიანებდა და სადისკუსიო სივრცეს ქმნიდა ქალაქში.

"მე მგონია ეს დუმილი, თუ დუმილი ქვია, პრობლემაა ქალაქისთვისა და მოქალაქეებისთვის. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. არ ვარ კულტურის მკვლევარი. მაგრამ მგონია, რომ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი მიგრაციაა. ბევრმა ადამიანმა დატოვა ქალაქი. სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკაც გადასახედია. ალბათ, ინიციატივებიც ნაკლებია. მაგრამ ქუთაისისთვის ესეთი "სიჩუმე" მართლაც უცნაურია. "ყველას უნდა სამყაროს შეცვლა, ყველას უნდა რევოლუცია"-მღეროდნენ ბიტლზები მგონია ჩვენც გვინდა სამყაროს შეცვლა და ალბათ კიდევ მოვა დრო ახალი "კულტურული რევოლუციების" ამ ქალაქში", - ამბობს თეონა ხარაბაძე.

კულტურული ცხოვრება დუმილით გამოირჩევა. მუზების დუმილი კი სხვა სუბსტანციების გააქტიურებასა და ქუხილს იწვევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.