კულტურა
„ბიოგრაფია: თამაში“ - პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრში პრემიერა გაიმართება.

მაქს ფრიშის პიესა "ბიოგრაფია: თამაში" პირველად იდგმება მესხიშვილის თეატრის სცენაზე.
დადგმას რეჟისორი თამარ ჭინჭარაული განახორციელებს.

სპექტაკლი არჩევანის თავისუფლებაზე, საკუთარი იდენტობის ძიებაზე, ბედისწერის საკითხებზე, მარადიულ კითხვებსა და პასუხების მარადიულ ძიებაზეა.

მაქს ფრიში თავს უყრის მის ყველა ნაწარმოებში გაჟღერებულ საკითხებს და დისტანციიდან ხელახლა განიხილავს.

"ფრიში როგორც ავტორი ძალიან მიყვარს, როდესაც აღმოვაჩინე ეს პიესა „ბიოგრაფი თამში“. დავიწყე ძებნა ინტერნეტში, ვერ ვიპოვე. არის რუსული თარგმანი მაგრამ ძველი ვერსია, სადაც არის 33 მოქმედი პირი. უზარაზარი პიესაა, თუმცა 16-17 წლის შემდეგ ფრიშმა გადაწერა და ამ მდგომარეობამდე მოიყვანა რაც ახლა არის - შეამცირა მოქმედი პირები ხერხიც შეცვალა, სწორედ ამ ვერსიას ვეძებდი და ვიპოვე მეგობრების დახმარებით", - აღნიშნავს თამარ ჭინჭარაული.

რეჟისორის თქმით, პიესა მოეწონა მისი შინაარსის გამო, რადგან მაქს ფრიში იმ კითხვებს სვამს, რაც ყველას გვაინტერესებს, რაც ყველას დაგვისმვამს საკუთარი თავისთვის.

"გვიოცნებია - უკან დაბრუნება რომ შემეძლოს რამდენ რამეს გავაკეთებდი უკეთესად, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს ზუსტად მეცოდინებოდა რას შევცვლიდი, მრავალნაირი ვარიაციებიდან სწორ არჩევანს გავაკეთებდი. ეს საკითხები ჟღერდება სპექტაკლში", - აღნიშნავს სპექტაკლის რეჟისორი.

სპექტაკლისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი მსახიობი დავით გაჩეჩილაძე.

"ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველ წამსა და წუთში უნდა უფრთხილდებოდეს საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ საქციელს და გაუთვლელად გაუაზრებლად არ უნდა გადადგას თავისი ნაბიჯი, რადგან ეს შესაბამის კვალს ტოვებს მის ცხოვრებაზე",  - ამბობს მსახიობი.

სპექტაკლის პრემიერა 5 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება. დასაწყისი 19 საათზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.