კულტურა
„ქალები სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში“ - შეხვედრა კატო მიქელაძის სკოლაში
FaceBook
„კატო მიქელაძის სკოლა“ აგრძელებს სემინარების ციკლს ქუთაისში.

შაბათს, 30 ივნისს, ნინკა ხაინდრავა, გაზეთის, "ქალთა მზერა", თანადამფუძნებელი, ისაუბრენს თემაზე „ქალები სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში“.

სპეციალისტები სოციალური საკითხების აქტუალობაზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ ქალები დღევანდელ შრომის ბაზარზე უფრო და უფრო მეტად არიან წარმოდგენილები, მაგრამ მათი როლი სოციალურ გაძლიერებაში და მათი საჭიროებები ამ კუთხით ყველაზე განუხილველი და აღმოუჩენელი თემებია.

„2016 წლის მონაცემით საქართველოში 57 000 პედაგოგი ქალი ფიქსირდება, მამაკაცები კი 9 000, საბანკო სივრცემ ქვედა რგოლში ქალების ძალიან დიდი ნაკადი დაასაქმა, მაგრამ მათთვის წინსვლა გაართულა. პენსიებისა და სოციალური შემწეობების მიმღები ქალების ოდენობა 556 326 ხოლო კაცების 309 844. ასევე, საგულისხმოა რამდენ თანხას ხარჯავს სახელწიფო საარსებო შემწეობის გაცემაზე. 2017 წლის მონაცემით საარსებო შემწეობას 457 540 ადამიანი იღებს და წლიური გადარიცხული თანხა 21, 057 260 ლარია. ნათელია რომ ამ მონაცემით სახელწიფო კვლავ აწარმოებს დამოკიდებულებას და არ ცდილობს დამოუკიდებლობა აწარმოოს“, - მიაჩნია ნინკა ხაინდრავას. 

შეხვედრა 13 საათზე დაიწყება, ქუთაისის მერიის ე.წ. გენდერის ოთახში.

კვირას კი, 13 საათზე, ნაჩვენები იქნება რუსუდან ჭყონიას  ფილმი "გაიღიმე". 

ფილმი იმაზე თუ რა "როლის"ნებაყოფლობითი შესრულება უწევთ ქალებს სოციალურად ღარიბ ქვეყანაში და რა მექანიზმები ახდენენ მათ ჩაგვრას და უზურპირებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.