კვირის თემა
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
სრულად
21:33 / 28.12.2018
ქუთაისში, ჭახათას უბანში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ მიენიჭოს – ამის შესახებ ქუთაისელი ექიმი, ვახტანგ სიხარულიძე საუბრობს, რომელმაც მღვიმე რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით აღმოაჩინა.
სრულად
22:08 / 09.01.2019
სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად ბავშვებმა აქციეს. 
სრულად
17:09 / 10.01.2019

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
კულტურა
მეფე ლირი - კათარზისი უდაბნოში
მეფე ლირი რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ორი წლის წინ დადგა.

ამით კინომსახიობთა თეატრი შექსპირის დაბადებიდან 400 წლისთავს გამოეხმაურა.

მიმძღვნელებმა, შეიძლება ითქვას, სწორი პიესა შეარჩიეს.

შექსპირის დიდ, უფრო მეტიც - დიად პიესათა შორის "მეფე ლირი" ყველაზე სრულყოფილ ტექსტად ითვლება.

გეწაძის "მეფე ლირის" ქუთაისური პრემიერა თეატრალური კვირეულის ფარგლებში აჩვენეს კვირეულის ერთგვარ დამასრულებელ სპექტაკლად. "უგვირგვინოდ" დარჩენილმა ლირმა საინტერესოდ დააგვირგვინა კვირეული - სპექტაკლის ქუთაისურმა ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა.

შეიძლება შექსპირზე მეტად აქ სხვა სახელებმა, ჩვენი დროის გმირებმა ითამაშეს გარკვეული როლი. თუმცა ეს საკმარისი არ იქნებოდა, მთელ შემოქმედებით ჯგუფს კარგად რომ არ შეესრულებინა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი როლები.

ზურაბ გეწაძემ აღნიშნა, რომ იგი საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ამის თქმა ალბათ საჭირო არ იყო. უცნაური ის იქნებოდა, ინტერპრეტაციის გარეშე მოეხერხებინა ვინმეს შექსპირის დადგმა. ჩვენ ყველას ხომ ჩვენი ინტერპრეტირებული შექსპირი გვყავს. ჩვენ შექსპირს ვკითხულობთ, ჩვენსას ვდგამთ, მერე მაყურებელიც თავის შექსპირს უყურებს და აღმოაჩენს. მოკლედ, ყველამ თავის შექსპირს მიხედოს.

მიხედოს თავის ლირსაც. ლირს, რომელსაც სწორედ რომ მიხედვა ჭირდებოდა და არ მიხედეს. გაბავშვებული მოხუცი მეფე გაიმეტეს და მწვერვალიდან ფსკერზე მოისროლეს.

"მეფე ლირი" დაცემის და დაღმასვლის ტრაგედიაა. დაღმასვლის და სიგიჟის სიდიადე. დეკრეშენდო მქუხარე სიჩუმით.

გეწაძე- ყიფშიძის მეფე ლირი (ლირს სწორედ ზურაბ ყიფშიძე განასახიერებს) ძალაგამოცლილი ლირია. სანამ ყველასგან მიტოვებული გახდება ყიფშიძის ლირი ყველაფრით დაღლილია. შექსპირის მიხედვით კი ყველაფრით დაღლილებს სანატრელად სიკვდილი რჩებათ. სპექტაკლში ლირი კვდება... ოღონდ ამბის დასაწყისში. იგი კანონიერ, "ზეცით ბოძებულ" მეფობაზე უარს ამბობს და სანამ ცოცხალია სიკვდილს ბედავს. ბედავს დაღლას, განდგომას, განრიდებას, საკუთარი სიდიადის დავიწყებისთვის მიცემას, რითაც რაღაც წონასწორობას არღვევს. ირღვევა სახელმწიფო, იშლება ურთიერთობები და თამაშში სიკვდილის წესები შემოდის. რომელიც არავის ინდობს: არც დებს, არც ძმებს, არც მამა-შვილს, არც ცოლ- ქმარს. აქ ყველა ურღვევი კავშირი წყდება, ყველა რგოლი ერთმანეთს სცილდება და ნაფლეთებადღა დასთრევთ პერსონაჟებს, ზურა ყიფშიძის გმირის ფეხზე მიბმული ჯაჭვივით.

სპექტაკლში წარმოგვიდგენენ ტრაგედიას, რომელიც ყველაფერს ეხება და ყველაფრის ტკივილს იწვევს. ამ ტექსტს ვერასდროს გაუშინაუდები ისე, რომ არ გატკინოს, მთელი ემოციის გამოწურვა არ მოახერხოს. მიუხედავად ამისა მაყურებელი ამ ტკივილზე უარს ვერ ამბობს და არ ტოვებს ტკივილის ამ ტერიტორიას. შექსპირის მიერ მოყოლილი ამ ისტორიის ყველა შეხება ძლიერად ზემოქმედებს, იპყრობს, იწებებს მაყურებელს და ლირსთან ერთად მიყავს დაღმართში. მის ჯოჯოხეთში. დაცემის და განადგურების ადგილას.

როგორც ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ამბობს "მეფე ლირი" უშეცდომო ტრაგედიაა. აქ არაფერია დამხმარე,ზედმეტი, მეორეხარისხოვანი. ყველაფერი მნიშვნელოვანი და  ყველა როლი მთავარია. გეწაძე იაზრებს შექსპირის ამ ტექსტის გამოჩეულობას და იცავს ზომიერებას - ბოლომდე არ "უშინაურდება", მაგრამ არც დიდ დისტანციაზე დგება პიესის ავტორთან, სრულყოფილ დრამატურგიაში ზედმეტი რღვევა არ შეაქვს და ბოლომდე "უჯერებს" შექსპირს.
და სწორედ ეს "დაჯერებაა" მისი საინტერესო დამოკიდებულება და გნებავთ ინტერპრეტაციაც.

თუმცა დრამატურგიულად სრულყოფილი ნაწარმოები თავად ბევრ, სადღეისოდ მიღებულ კანონს არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მაყურებელს ვერ მიიბამ, ვერ გააჩერებ სხვის ისტორიაში, რადგან სამ წამზე მეტ დროს არ გიტოვებს თანამედროვე ცხოვრების ტემპი რომ ვინმე შენი ამბით დააინტერესო, სპექტაკლმა მაყურებელი სამ სააათს გააჩერა დარბაზში, ლირის ისტორიაში, ამ სრული თვითგანადგურების სივრცეში. იქ სადაც სიცივე, სიმარტოვე და სიჩუმეა.

შექსპირმა/გეწაძე/ყიფშიძემ პუბლიკა აქ შემოიტყუეს, რომ მათ, სწორედ ამ უდაბნოში განეცადათ კათარზისი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
დღეს, 16 იანვარს, 12:00 საათზე, მოქალაქეები ქუთაისის ყინულის მოედანთან შეიკრიბებიან,
09:16 / 16-01-2019
ერთი ადამიანი გარდაიცვალა ქუთაისში ავტოსაგაო შემთხვევის შედეგად.
20:43 / 15-01-2019
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:29 წუთზე იყო.
15:31 / 14-01-2019
ქუთაისში მცხოვრებმა ონისე მელქაძემ ძაღლს დაბადების დღე გადაუხადა.
19:08 / 13-01-2019
მსგავსი სიახლეები






ყველაზე ბევრი რაც წელს ქუთაისში კულტურის მიმართულებით ჩატარდა
ფესტივალი იყო.
ყველაზე ბევრი რაც წელს ქუთაისში კულტურის მიმართულებით ჩატარდა ფესტივალი იყო.
13:24 / 26.12.2018






ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრში პრემიერა
გაიმართება.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრში პრემიერა გაიმართება.
10:44 / 05.12.2018
"ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება!"
19:20 / 26.11.2018






შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.
13:04 / 25.11.2018






16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს.
16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს.
10:30 / 15.11.2018
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.