კულტურა
ქუთაისში თეატრალური კვირეული იწყება
FaceBook
17-დან 23 აპრილის ჩათვლით ქუთაისი თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს.
კვირეული მესხიშვილის დრამატულ თეატრში გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით "რევიზორი" გაიხსენება.

კვირეულის ფარგლებში, თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება მესხიშვილის მუზეუმში დაცული თეატრალური ესკიზების, სასცენო კოსტიუმებისა და თეატრალური აფიშების გამოფენა. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, ფარნა ლაპიაშვილის, დიმიტრი თაყაიშვილის და სხვების მიერ სხვადასხვა დროს მესხიშვილის თეატრის სპექტაკლებისთვის შესრულებული ესკიზები.

კვირეულის ფარგლებში მესხიშვილის თეატრი შემდეგ სპექტაკლებს უმასპინძლებს: 18 აპრილი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - "უსახელო ვარკსვლავი".

19 აპრილი - მოძრაობის თეატრი - "პარფიუმერი"

21 აპრილი - ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - "მკვდარი ქალაქები"
23 აპრილი - მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - "მეფე ლირი".

კვირეულს საგანმანათლებლო დანიშნულებაც ექნება და მასზე დასასწრებად ძირითადად სტუდენტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

კვირეულზე დასასწრები მოსაწვევების მიღება შესაძლებელი იქნება 17 აპრილიდან თეატრის სალაროებსა და კულტურის განყოფილებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.