კულტურა
„უდედობა" ქართულ კინოში
ქართული კინო დედის სახეებით მდიდარი არაა. დედის კულტმა კინოში ფეხი ვერ მოიკიდა.

მიუხედავად მტკიცე და საპატიო ადგილისა ენაში. მედგარი ტრადიციისა სადღეგრძელოებში. მიუხედავად ქართლის დედის ქანდაკებისა, რომელიც დარაჯობს ქართულ ცნობიერებას, კინომ ეს ტენდენცია არ აიტაცა.

თუმცა, ახალ ქართულ კინოს გზა დედამ  "გაუკვალა".  მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი ქართულ კინოში -სამოციანელების მოსვლა და მათი ესთეტიკის დამკვიდრება - "მაგდანას ლურჯათი" დაიწყო - დუდუხანა წეროძის დედის როლით.

მაგდანა ჩაგრული, თუმცა, სისტემის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალია. მებრძოლი, რომელიც მარცხდება. მაგდანასთან ერთად მარცხდება და პრაქტიკულად კარგა ხნით ქრება დედის პერსონაჟიც.

"უდედობა" დიდი ხნით იკავებს ადგილს ქართულ კინოსივრცეში. იგივე თენგიზ აბულაძის შემოქმედებაში. "სხვის შვილებში" დედას დედინაცვალი ცვლის.
უდედობაა "ნატვრის ხეში". უდედო მარიტა სრულიად მარტოა პატრიარქალურ გარემოში.

დედასთან ერთად მამაც ქრება "მონანიებაში" - სტალინური მანქანა ყველას იწირავს.

ქრებიან დედები, სამაგიეროდ, ჩნდებიან ბებიები. მანანას ბებია ("მანანა") ჭრიჭინას ბებიები ("ჭრიჭინა"), ოლღა ბებია ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მარიტას ბებია ("ნატვრის ხე"). 

ბებიას ამ როლებიდან სამ მათგანს სესილია თაყაიშვილი ასრულებს. მსახიობს ბებიას სამი განსხვავებული ტიპაჟი შემოყავს, დასამახსოვრებელი და საკულტო პერსონაჟები.

ქართულ კინოში დედას ასე არ გაუმართლა. მართალია, დასამახსოვრებელია მიხეილ ჭიაურელის "ოთარაანთ ქვრივი", თუმცა, ვერიკო ანჯაფარიძის ოთარაანთ ქვრივი ვერ იქცა კინოპერსონაჟად, ვერ "აჯობა" წიგნის გმირს, მისი სახე-ხატი "ლიტერატურული" დარჩა.

გაცილებით საინტერესოა ვერიკო ანაჯაფარიძის დედის პერსონაჟი მიხეილ ჭიაურელის ფილმში "რაც გინახავს ვეღარ ნახავ". მიუხედავად ფრაგმენტულობისა და ფილმში რამდენჯერმე გაელვებისა არისტოკრატი დედა-დიასახლისის კარიკატურული პერსონაჟი ერთ-ერთი საინტერესოა ქართული კინოს ისტორიაში.

დედის პერსონაჟი კინოში უკვე "საქმიანი სახით" დაბრუნდა ლანა ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". თუმცა,  აქ მარტო "დედა" აღარ არის საინტერესო ავტორისთვის, მან ქალის გმირი რამდენიმე ჰიპოსტაზით წარმოაჩინდა. ქალი-დედა-პროფესიონალი ჟურნალისტი - ამ სახეების ჭიდილი და დრამატული დაპირისპირება აისახა სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟში.

ფილმში თავს იჩენს უდედობაც, სოფიკოს დედის გადასახლება და მრავალი წლის შემდეგ მისი დაბრუნება. დედა ბრუნდება, თუმცა, ის დიდხანს ვერ რჩება ვერც ფილმსა და ვერც ზოგადად ქართულ კინოში.

გასული საუკუნის 90 -იან წლებში ყველა ფრაგმენტული დედის პერსონაჟი თემურ ბაბლუანის "უძინართა მზეს" გმირმა მამამ გადაფარა. ომების, საყოველთაო დაპირისპირებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ქართულმა კინომ მამისა და შვილის ჰარმონიული ურთიერთობა აჩვენა. ამით გააგრძელა "ჯარისკაცის მამის" ტრადიცია, როდესაც შვილების თაობა მამებს არ უპირისპირდება.

თუმცა, განსხვავებით "ჯარისკაცის მამისგან" "უძინართა მზეში" მოდელი იცვლება - მამა კვდება და შვილი რჩება, რაც პრინციპული და შეიძლება ითქვას სასიკეთო ცვლილებაა.

ისევ დედებს რომ დავუბრუნდეთ, დედები 21-ე საუკუნის ქართულ კინოში ქალი რეჟისორების ფილმებით ბრუნდებიან. მათ არსებულ რეალობასთან კონფლიქტი აქვთ. მაგდანას მსგავსად თავისა და შვილების გადარჩენა მარტოებს უწევთ ("ანას ცხოვრება", "გაიღიმე"). თუმცა მარტოობა რიგ შემთხვევაში უკვე მათი არჩევანია.

გადარჩენის ამ გზაზე დედა შესაძლებელია საშიშიც გახდეს ("საშიში დედა"), რადგან იგი მძიმე ყოფის გარდა, საკუთარ კულტსაც უნდა დაუპირისპირდეს. ის ვალდებულებები, ის როლი დააყენოს ეჭვქვეშ, რასაც ტრადიცია და ოჯახი აკისრებს. “დედას“ ეს დაპირისპირება შეიძლება არც ისე კარგად გამოუვიდეს, როგორც ზემოთხსენებულ ფილმში არ გამოსდის, თუმცა, ალბათ ჯობია საშიში იყოს, ვიდრე უსახური, შეუმჩნეველი.

ქართულ კინოს არ ყავს მისი მამა რომა, დედის პერსონაჟი, რომელიც იქნებოდა საინტრესო და დასამახსოვრებელი.
შეიძლება ეს სულაც არაა აუცილებელი, თუმცა, მას შეეძლო ერთგვარი წინააღმდეგობა გაეწია ქართლის დედის სტერეოტიპისთვის, რომელიც ამ დრომდე ასე მძიმედ აწევს ქართულ ცნობიერებას.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ქუთაისში, ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობის მიუხედავად, მერვე წელია მათი ფუნქციონირება მოუგვარებელი პრობლემაა.
14:14 / 22-03-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის "ხელედულა 3"-ის მშენებლობის საკითხის განსახილველად ჩასულ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, მოსახლეობა აქციით შეხვდა. 
13:33 / 22-03-2019
ქუთაისის მერიამ სხვადასხვა თაობის ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში, პროფესიული დღე ფურშეტით მიულოცა. 
18:22 / 21-03-2019
21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. თარიღი 21, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
16:54 / 21-03-2019
მსგავსი სიახლეები






ქუთაისში საგამოფენო დარბაზ
ქუთაისში საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
12:46 / 04.03.2019






ყველაზე ბევრი რაც წელს ქუთაისში კულტურის მიმართულებით ჩატარდა
ფესტივალი იყო.
ყველაზე ბევრი რაც წელს ქუთაისში კულტურის მიმართულებით ჩატარდა ფესტივალი იყო.
13:24 / 26.12.2018






ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრში პრემიერა
გაიმართება.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრში პრემიერა გაიმართება.
10:44 / 05.12.2018
"ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება!"
19:20 / 26.11.2018






შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.
13:04 / 25.11.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.