კულტურა
გასვლა აკრძალულია - ქუთაისში მხატვარ ლია უკლებას გამოფენა - აქცია გაიმართება
FaceBook
გასვლა აკრძალულია  - ასე ასათაურებს ლია უკლება საკუთარ გამოფენას - აქციას, რომელიც ქუთაისში საგამოფენო დარბაზ „ვარლაში“ გაიმართება.

გამოფენა მუშა ქალებს ეძღვნება, ქალის შრომას, უამრავ პასუხისმგებლობას და არც თუ მარტივ ყოფას პატრიარქალურ გარემოში, საიდანაც გასვლა აკრძალულია.

"ჩვენ ვშრომობთ, სახლში და საწარმოში.

საწარმოში შრომა არ გვათავისუფლებს ოჯახური მოვალეობებისგან.
ვზრდით შვილებს.

მხოლოდ ჩვენს მხრებზეა ემოციური პასუხისმგებლობები...

უმეტესობას დაგვავიწყდა რა არის ოცნება, რა არის პირადი სივრცე, საკუთარი ოთახი.

ჩვენზე ძალადობენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. თუმცა,  ეს ჩვეული ყოველდღიურობაა და შესაბამისად, ნაკლებად შესამჩნევი.

ჩვენს წინააღმდეგ არის კულტურა, რელიგია, ტრადიციები სახელმწიფო.

არ ვიცით რა არის კედლის იქეთ, რომელიც დიდი ხანია ამოგვიშენეს და ჩვენ ეს მოცემულობად მივიღეთ.

ჩვენ გვკლავენ , როცა ამ კედლის დანგრევას ვცდილობთ.

გასვლა აკრძალულია" , - აღნიშნულია გამოფენის აღწერაში, რომელიც გამოფენა-აქციის ერთგვარ მანიფესტს წარმოადგენს.

გალერეა "ვარლაში" წარმოდგენილი იქნება ლია უკლებას ნახატები, ინსტალაციები და ვიდეომასალა ჭიათურის მაღაროსა და სამკერვალო საწარმოში დასაქმებულ ქალებზე.

გამოფენის მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.

გამოფენა 16 თებერვალს 17 საათზე გაიმართება.

Print