კულტურა
ხარაგაულში XVII საუკუნის ჩხერის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე XVII საუკუნის ჩხერის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა ხელი.

ჩხერის ციხე აგებულია მაღალი მთის თხემზე, რომელიც ხეობაშია შეჭრილი და მთლიანად აკონტროლებს მდ. ჩხერიმელას ხეობას. ციხის ფუნქცია, როგორც ჩანს აქ გამავალი ქართლ-იმერეთის ერთ-ერთი მთავარი გზის კონტროლი იყო. მის შესახებ მონაცემები მოგვეპოვება ისტორიულ წყაროებში და დოკუმენტებში. ვახუშტის ცნობით ჩხერის ციხე მაგარი და მტრისგან აუღებელი ციხე იყო. 1738 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე მეხუთემ ის ნიკოლოზ აბაშიძეს უბოძა, რომელმაც 1762 წელს მეფე სოლომონ პირველს მიყიდა. 1774 წ. ამ ციხესთან მოხდა ცნობილი ჩხერის ბრძოლა, რომლის დროსაც სოლომონ პირველმა ოსმალები სასტიკად დაამარცხა. ციხე ნაგებია ნაგეხი ქვით დუღაბზე.

ამჟამად შემორჩენილია ორი კოშკი - სამხრეთის და აღმოსავლეთის. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკიდან მხოლოდ პირველი სართულის დონეზე ორი კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი, სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი შედარებით უკეთაა დაცული. ის კუთხეებმომრგვალებული ოთხკუთხედია, ოდნავ ზევითკენ შევიწროვებული. ამჟამად შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ კედელში სათოფურ-სარკმელი აქვს. პირველი სართულის დონეზე ამავე მხარეს ჩაყრილია მცირე ზომის ქვევრები. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების ყოფილა. კოშკი სასახლესთან გალავნითაა დაკავშირებული.

ნიკოლოზ ანთიზის ბრძანებით მიდმიანრე წლის 3 იანვარს ქუთაისში ორ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საუბარია,  ფალიაშვილისა და ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე ორ ნაგებობაზე, რომელთაგან ერთ-ერთი კერძო საკუთრებაა, ხოლო მეორე ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.