გართობა
29 სექტემბერი - ტანგოს პირველად შესრულების დღე
FaceBook
1399 წლის 29 სექტემბერს ინგლისის მეფე რიჩარდ II ტახტიდან გადადგა.

1515 წელს შვეიცარიამ სამარადისო მშვიდობის შეთანხმებას მოაწერა ხელი საფრანგეთთან.

1567 წელს მოხდა "მიშელადა" (კათოლიკე მღვდლების მასობრივი ხოცვა), რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი მეორე ჰუგენოტური ომის დაწყებისა.

1650 წელს ჰენრი რობინსონმა ლონდონში გახსნა მსოფლიოში პირველი საქორწილო სააგენტო.

1793 წელს ინგლისურ სპორტულ ჟურნალში პირველად მოიხსენიეს ტენისი.

1829 წელს ლონდონში დაარსდა პირველი სამოქალაქო პოლიცია. რომელსაც მოგვიანებით სკოტლანდ იარდი ეწოდა.

1864 წელს ხელი მოეწერა ლისაბონის შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა დღევანდელი საზღვრები ესპანეთსა და პორტუგალიას შორის.

1897 წელს პირველად შესრულდა ტანგო. იგი ბუენოს-აირესის თეატრში, ერთ-ერთ სპექტაკლში შეასრულეს.

1916 წელს ჯონ როკფელერმა დააარსა კომპანია "სტანდარტ ოილი", რის შემდეგაც გახდა მსოფლიოში პირველი მილიარდერი.

1930 წელს ჯორჯ ბერნარდ შოუმ უარი თქვა მიეღო პერის ტიტული.

1943 წელს საბჭოთა მზვერავს რიხარდ ზორგეს ტოკიოს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

1986 წელს საბჭოთა ასტრონომმა ლიუდმილა კარაჩკინამ აღმოაჩინა ორი ასტეროიდი მათ უწოდა "რანევსკაია" და "ოსტაპ ბენდერი".

2001 რუს მოქალაქეებს უცხოურ ბანკებში ანგარიშის გახსნის უფლება მიეცათ.

Print