ახალი ამბები
არაჩვეულებრივად გემრიელი ქათმის ხარჩოს რეცეფტი იმერულად
FaceBook
ამ რეცეფტით ჭეშმარიტად გემრიელ და კალორიულ კერძს მიიღებთ, რომელსაც მთელი ოჯახი გემრიელად მიირთმევს.

იმერული ხარჩო ქათმით მზადდება, რომლისთვისაც დაახლოებით ნახევარი საათი დაგჭირდებათ.

გთავაზობთ იმერელი დიასახლისის რეცეფტს, რომელიც იმერულ ხარჩოს - დასავლურ სასწაულს უწოდებს.

ინგრედიენტები:

ქათამი – 1 კგ
ხახვი – 3 თავი
ნიორი – 4 კბილი
მჭადის ფქილი – 1 სუფრის კოვზი
ნიგოზი – 350 გრ
ძმარი – 1 სუფრის კოზი
საცივის სურნელება – 1 სუფრის კოვზი (ზაფრანა, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი)
წითელი წიწაკა – გემოვნებით
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი :

ქათამი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში. დავამატოთ ერთად დაბლენდერებული ხახვი და ნიორი. ქვაბი დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში.

ბლენდერში მოვათავსოთ ერთი ნიგოზი, მჭადის ფქვილი დავამატოთ სურნელება, ძმარი, ორი  ჭიქა წყალი და დავაბლენდეროთ. 

მიღებული მასა ჩავასხათ ქვაბში, ავურიოთ და დავამატოთ მარილი. კერძი ვადუღოთ მომდევნო 15 წუთი. (ხარჩოს შეგიძლიათ დააამატოთ,  ერთი კოვზი ტომატპასტა, ხოლო მეტი სიმჟავისთვის კვაწარახი, ან მწვანე ტყემლის რამდენიმე მარცვალი)

მზა კერძს სუფრასთან მიტანამდე დავამატოთ დაჭრილი ნედლი ქინძი.

მიირთვით გემრიელად.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები
ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
17:29 / 24.04.2019

ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი
მიიღო.
15:35 / 24.04.2019
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი მიიღო.

დღის სიახლეები
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
15:11 / 24.04.2019
ქუთაისის მერიის ეკონომიკის  სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, თვითმმართველობა 60 მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანის გეგმაზე მუშაობს, რომლებიც შესაძლოა ელექტრონული იყოს.
12:35 / 23.04.2019
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 24-30 აპრილის ჩათვლით გაგრეძელდება საქართველოს მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
12:02 / 23.04.2019
ქუთაისის ოპერის თეატრი, რომელსაც სულ მალე 50 წელი უსრულდება, სავალალო მდგომარეობაშია.
10:28 / 22.04.2019
ქუთაისელი სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ.
16:36 / 21.04.2019
ქუთაისის კათოლიკე ეკლესიაში აღდგომის დღესასწაული აღინიშნა.
12:02 / 21.04.2019
ყავა ბანანით - მარტივი და საოცარი გადაწყვეტაა ზაფხულის ცივი დღეებისათვის.
11:33 / 21.04.2019
დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 22 აპრილს, ქუთაისში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან