გართობა
სამი ფილმი ზამთრის უიქენდებისთვის (ვიდეო)
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით, საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და მათ შაბათ-კვირის საღამოები სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს

ზამთრის მოკლე და ნაცრისფერ დღეებს, შესაძლებელია დეპრესიული განწყობებიც მოყვეს. იცის ხოლმე ზამთარმა. თუმცა ზამთრის დეპრესიას მრავალნაირად შეიძლება შეებრძოლო, თუნდაც ფილმოთერაპიით.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რას ფიქრობს არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ დეპრესიის დამარცხების საქმეში დიდ როლს ითამაშებს ფრანგი ერიკ რომერის ფილმები, კონკრეტულად ფილმების ციკლი წელიწადის დრონი, კიდევ უფრო კონკეტულად "ზამთრის ზღაპარი", ალბათ ყველაზე ნათელი ფილმი კინოს ისტორიაში.



ფანი და ალექსანდრე შვედი ინგმარ ბერგმანის გამორჩეული ფილმიც გამოდგება ზამთრის უიქენდებსითვის. შეიძლება ითქვას ესეც ზღაპარია. ზღაპარი თეატრზე, ბავშვებზე და ბოროტ მამინაცვალზე კეთილი დასასრულით.


ფრანსუა ტრიუფოს "უკანასკნელი მეტრო" სიყვარულსაც სხვაგავრად დაგანახებთ, ღალატსაც, თეატრსაც და
ომსაც. ფილმი უცნაყრი ჰეპი ენდით, კატრინ დენევითა და ჟერარ დეპარდიეთი მთავარ როლში. როცა დეპარდიე დეპარდიობდა.
ეს ფილმები ზამთრის უიქენებს არატიპიურად წაიყვანს და ზამთრის ორშაბათსაც სხვაგვარი განწყობით გაათენებს.


Print