პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მოსკოვის კრემლის ფონზე
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია", ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას მიერ მოსკოვში კრემლის ფონზე გადაღებულ სურათს აპროტესტებს. 
მისი თქმით, უხერხულია როცა მაღალი თანამდებობის პირი მოსკოვის კრემლის ფონზე მაშინ იღებს ფოტოს, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია.

"ეს არ არის უწყინარი ფოტო. ამ ფოტოთი ჩანს, რომ ნიკოლოზ ლატარია არ განიცდის იმას, რასაც განიცდიან ჩვენი მოქალაქეები. მოსკოვის კრემლის ექსპასიონისტული პოლიტიკის შედეგია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და არა მარტო. ეს ნიშნავს იმ ადამიანების წახალისებას, რომლებიც დღემდე რუსეთისკენ იხრებიან", ამბობს გია გოქაძე.


აღნიშნული ფოტო ნიკა ლატარიას თავის პირად ფეისბუქ გვერდზე აქვს გამოქვეყნებული

ქუთაისის საკრებულოში აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.
Print