გართობა
უცნობი სადღესასწაულო რეცეპტი – გემრიელი სალათა 15 წუთში
FaceBook
სადღესასწაულო სალათა, რომლის გამოც სტუმრებისგან კომპლიმენტებს აუცილებლად მიიღებთ, ძალიან მარტივად მზადდება. 

რაც მთავარია განსხვავებულია რეცეფტი, ისევე როგორც სალათის განსაკუთრებული გემო.


ინგრედიენტები:

ქათმის ფილე – 700 გრ.

წითელი ბურგალური წიწაკა – (საშუალო ზომის)– 4 ცალი. 

ხახვი – ერთი თავი.

მოხარშული სიმინდის მარცვლები – 200 გრ.

ყველი (ნაკლებად მარილიანი) – 300 გრ.

კარაქი – 50 გრ.

არაჟანი 3 – 4 სუფრის კოვზი.

მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი.

ოხრახუში – ოთხი–ხუთი ღერი.


მომზადების წესი:

მოხარშული ქათმის ფილე წვრილად დავანაწევროთ და მოვათავსოთ ჯამში.

ცალკე ბურგალური წიწაკა გავჭრათ შუაზე, გავასუფთაოთ, დავჭრათ სიგრძივად და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად კარაქში მოვთუშოთ 3–4 წუთის განმავლობაში. მოთუშული მასა ავურიოთ ქათმის ფილეს და დავამატოთ სიმინდის მარცვლები, გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში. როცა ყველაფერს კარგად აურევთ სალათს დაამატეთ ცოტაოდენი მარილი, არაჟანი, მაიონეზი. სალათა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და ვიდრე სუფრასთან მიიტანთ უმჯობესია მორთოთ ბოსტნეული. (ნიმუში იხილეთ ფოტოზე)





Print