გართობა
თუკი შავმა კატამ გადაგირბინათ...
FaceBook
ორი იანვარიკარგი ამბების დაბედების დღეა.

საამისოდ ნიშნებს და რიტუალებს ვასრულებთ, რომელმაც უცნობი ზეძალები ჩვენს მიმართ კეთილად უნდა განაწყონ. თუმცა, მიუხედავად ამისა შეიძლება მაინც გამოხტეს რაიმე ან ვინმე, თავიანთი ავი და არასასურველი ქმდებით წყალში ჩაგვიყაროს ანტინეგატივისკენ მიმართული მთელი ეს შრომა.

თუკი ბედობა დღეს მეზობელმა წყალი ჩამოუშვა, ფეხი გადაგიბრუნდათ, ყვავმა დაგჩხავლათ, შავმა კატამ გადაგირბინათ, მარცხენა ფეხზე ადექით, თუკი უზმოზე ტკბილის ნაცვლად მჟავე მიირთვით და აბეზარმა მეზობელმაც მოგიკაკუნათ, ამის გასანეიტრალებლად მხოლოდ ერთი წესი არსებობს: ჩანთაში დიდი რიყის ქვები უნდა ჩაყარო, შენი ქალაქის ან სოფლის ყველაზე მაღალ გორაზე მდგომ ეკლესიაში უნდა ახვიდე და წრე თორმეტჯერ დაარტყა. მერე უკან გამობრუნდე მდინარეში შეხვიდე ამ ქვებთან ერთად თორმეტჯერ ჩაყვინთო (მდინარემ რომ წაიღოს ცუდი რამეები), შემდეგ სირბილით მიხვიდე სახლში ყველა ეს ქვა სხვენში აიტანო, რომ ცუდი არაფერი მოგეკაროს...

ახლა ვიღაც იტყვის რა სისულელეაო. და მართალიც იქნება! რა თქმა უნდა, სისულელეა, თუმცა იმაზე მეტი მაინც არა, ვიდრე შავი კატის გადარბენაზე ნერვიულობაა.

ამიტომ,

თუკი მეზობლმა წყალი ჩამოუშვა შეგიძლაით შამპანური გახსნათ სიხარულის ნიშნად, რადგან ამაზე უარესი წლის განმავლობაში არაფერი დაგემართებათ. უსიამოვნებების ლიმიტი ამით ამოიწურება.

თუკი ბედობა დღეს ყვავმა დაგჩხავლა , უჩვეულო ამაში არაფერია, უბრალოდ ყვავია და ჩხავილი მისი საქმეა, რას ელოდი? აბა, "ტრუბადურიდან" არიას ხომ არ შეგისრულებდა?

ბედობა დღეს ფეხის გადაბრუნებამ არ უნდა გაფიქრებინოთ. რომ ეს იმის მინიშნებაა, მომავალი წლის ყველა შენი პროექტი ჩაფლავდება, სინამდვილეში ეს მხოლოდ იმის მინიშნებაა, რომ ფეხსაცმელი გაქვს გამოსაცვლელი და უფრო მოსახერხებელი მოსაძებნი.

2 იანვარს შავმა კატამ თუკი გადაგირბინა, შენი ბედი კი კატის ბეწვის შეფერილობაზე ცუდად რეაგირებს და შენს წარმატებასაც ამაზე ამყარებს, ასეთი სისულელე პარლამენტარებიდანაც არ გვსმენია, კატაფობია ჭირს მაგ შენს ბედს და ჯობია იმკურნალოს, კარგ ფსიქოლოგსაც ვურჩევ.

მარცხენა ფეხით ადგომას რაც შეეხება, ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს მარცხენა ფეხის და ხელის დემონიზაცია, რას ერჩით ამ მარცხენას ეს მემარჯვენეები? ცაციები რომ უმცირესობაში არიან იმით სარგებლობთ? მარცხენა თავადაც ისეა დაკომპლექსებული არც წერა გამოუდის და ნორმალურად არც არაფრის კეთება. ასე რომ შეეშვი.

ბედობა დილას ტკბილი ნაცვლად პირველად მჟავე თუკი ჭამე, ამით სამყაროს წონასწორობა ნამდვილად არ დაგირღვევია, უბრალოდ პახმელიაზე ხარ და დაიმახსოვრე ძველი შუმერების რუსების მიერ მითვისებული სიბრძნე - пить надо меньше.

თუკი აბეზარმა მეზობელმა ბედობა დღეს მოგიკაკუნათ, ამას არაფერი ეშველება, მომდევნო 365 დღესაც იგივეს იზამს. აქედანვე შეეგუე.

ასე რომ, ყველაფერი იმაზე უკეთაა ვიდრე წარმოიდგენ. სამყარო ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებს არ თხზავს და ჩვენს მიმართ არანაირი განზრახვა არა აქვს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.