გართობა
სამი ფილმი დეკემბრის უიქენდებისთვის (ვიდეო)
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით , საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და მათ შაბათ-კვირის საღამოები სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს

წინასაახალწლო განწყობის შექმნა კინოს პრეროგატივაა. საქართველოში საახალწლოდ მორთული ქუჩები სევდებს მეტს აღძრავს, ვიდრე სიხარულს, ამიტომ ისევ დიდი ილუზიონისტის კინოს იმედი უნდა გქონდეს რომ პოლიტიკური სიტუაციით, ლარის კურსით, დეპუტატების არაადეკვატურობით და გაზრდილი ფასებით მოგვრილი კაეშანი გაანელოს.


საახალწლო განწყობას, მოგეხსენებათ, ქმნის სრულიად არასაახალწლო თემატიკაზე შექმნილი ფილმები განსაკუთრებით ძველი კეთილი კინო. მაგალითად \ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია~. ბილი უაილდერის შედევრი, სამსახიობო ოსტატობის უამღლესი პილოტაჟით. ~არავინაა სრულყოფილი~– ამ ფრაზით მთავრდება ფილმი,თუმცა ბოლომდე ვერ დაეთანხმები, რადგან ~ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია~ შეიძლება ითქვას რომ სრულყოფილი ფილმია.



სამაგიეროდ სრულიად საახალწლო ტალღაზეა ბილი უაილდერი სხვა ფილმი ~ბინა~ შირლი მაკლეინით და ჯეკ ლემონით მთავარ როლებში. ~ბინა~ ერთ–ერთი საუკეთესო საახალწლო ფილმია კინოს ისტორიაში.




რაც უფრო დიდია ილუზია მით უფრო საახალწლოა ფილმი. ზღაპრის პრეროგატივაა, აბა რაროდესაც შუაღ
ამეზე რომის ქუჩებში ბაღის მერხზე მძინარე პრინცესას რომ გადაეყრები. თუმცა ~რომაულ არდადეგებში~ ამ ზღაპარს ძალიან დამაჯერებლად ყვებიან.



Print