პოლიტიკა
ქუთაისში, ერთ თვეში, ამომრჩეველთა რაოდენობა 230-ით გაიზარდა
ქუთაისში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, ერთი თვის განმავლობაში, ამომრჩეველთა რაოდენობა 230-ით გაიზარდა, ბოლო ერთ წელიწადში კი 3 720-ით. 

ერთ თვეში გაზრდილი რაოდენობის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, ქუთაისში, საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას  156 281 ამომრჩეველი შეძლებს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ქალაქში 156 051 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი 152 561. 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

"რაოდენობა გაიზარდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 18 წელს მიღწეული პირებისა და ასევე, იმ ამომრჩევლების ხარჯე, რომლებიც  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დარეგისტრირდნენ," - აცხადებენ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 

ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა მხოლოდ ქუთაისში არ მომხდარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 9 781-ით გაიზარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, მეორე ტურისთვის კი, მათი რაოდენობა უკვე 3 528 658 გახდა.

ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ხმა 65 000-მა ადამიანმა მისცა,  რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.6%-ია.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
2 და 3 აპრილს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.
11:39 / 25-03-2019
ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისისა და იმერეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკები გაიფიცნენ.
10:58 / 25-03-2019
,,ჩვენ მოვიგებთ ომს", ,,აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"-
09:50 / 23-03-2019
ქუთაისში, ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობის მიუხედავად, მერვე წელია მათი ფუნქციონირება მოუგვარებელი პრობლემაა.
14:14 / 22-03-2019
მსგავსი სიახლეები






ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდინარე ყვირილაში ჩავარდნილი ძაღლი გუშინვ
გადაარჩინეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდინარე ყვირილაში ჩავარდნილი ძაღლი გუშინვ გადაარჩინეს
12:12 / 25.03.2019






ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდინარე ყვირილაში ჩავარდნილი ძაღლი გუშინვ
გადაარჩინეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდინარე ყვირილაში ჩავარდნილი ძაღლი გუშინვ გადაარჩინეს
12:12 / 25.03.2019






გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 მარტს დასავლეთ
საქართველოსა და იმერეთის რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 მარტს დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
11:59 / 25.03.2019






ქუთაისში, თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესახვევის მცხოვრებლები მათ
ქუჩაზე არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ.
ქუთაისში, თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესახვევის მცხოვრებლები მათ ქუჩაზე არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ.
11:40 / 25.03.2019
2 და 3 აპრილს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.
11:39 / 25.03.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.