გართობა
3 ფილმი ოქტომბრის უიქენდებისთვის
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

განსაკუთრებით შემოდგომაზე. სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით , საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და მათ შაბათ-კვირის საღამოებს სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს. 

ფრანგი რეჟისორის ერიკ რომერის „შემოდგომის ზღაპარი“ ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმია, თუკი ეს სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებიათ ძალიანაც შემცდარან. რადგან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ფილმია კინოს ისტორიაში. საუკეთესო ღვინოსავით დასაგემოვნბელი, რომელსაც დიდ სიამოვნებასთან ერთად, დიდი ურთიერთობების სამყაროში გაყავხარ. სიყვარულს, მეგობრობას, საფრანგეთს ახალ, შემოდგომის მზის შუქზე გიჩვენებს.



„შუაღამე პარიზში“ ვუდი ალენის ერთ- ერთი საუეთესო ფილმად ითვლება. იგი რაღაც მაგიური გზებით გამოგზაურებთ პარიზში, მის ისტორიასა და თანამედროვეობაში. გაგაცნობთ მეოცე საუკუნის დასაწყისის პარიზულ ბოჰემას, ვუდი ალენისეული ირონიით და ოსტატობით .



თუკი ასაკსა და განწყობაში შემოდგომა შეგეპარათ უკეთესი არ არსებობს ნახოთ ფილმი„ უკეთესი არ არსებობს“. ჯეკ ნიკოლსონით და ჰელენ ჰანტით მთავარ როლში. ამ როლით ორივე მსახობმა „ოსკარი“ მიიღო. მაყურებელი კი დიდი ალბათობით შეიძლება ილუზორულ, მაგრამ ფრიად სასიამოვნო იმედებს მიიღებს 


Print
თეგები: #სამი ფილმი