განათლება
ვაშლები, თამაშით სწავლება და პროფესიული განათლება - სიახლეები საჯარო სკოლებში
FaceBook

თავისუფალი გაკვეთილები, სამაგიდო თამაშები, მოსწავლეთა შრომითი უნარების გაძლიერება, სპორტული აქტივობები, ფორმალური და არფორმალური განათლების გაძლიერება, ვაშლები და  ჯანსაღი კვება

- ეს იმ სიახლეების ჩამონათვალია, რომლებიც 15  სექტემბრიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეებს და მასწავლებლებს ელოდებათ.

 

სიახლებს ჩვენთან საუბარში ისინი დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ სამინსტროს ახალი ინიციატივები მოსწავლეთა ინტერესებს სრულად ითვალისწინებს.

"სიახლეები ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის. მომწონს, რომ სპორტს დიდი ყურადღება დაეთმობა. ასევე, კარგია ბუფეტში ჯანსაღი პროდუქტების დიდი არჩევანი თუ დაგხვდება. იმედია წელს სასწავლო პროცესი უფრო მარტივი იქნება და სიახლეები მას კიდევ უფრო არ გაართულებს", - გვეუბნება მეცხრე კლასის მოსწავლე, ქრისტინე მაღლაფერიძე.

სიახლეების დანერგვას მიესალმება პედაგოგი ციალა ჯაფარიძეც. ის ამბობს, რომ იმის კეთება, რაც ბავშვს მოსწონს მომგებიანია სასწავლო პროცესშიც.

"ავიღოთ თუნდაც სამაგიდო თამაშები. მე არაერთხელ გამომიყენებია ასეთი ხერხი და დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს სწავლებაში ამართლებს. ასევე, კარგია თავისუფალი გაკვეთილები. მოსწავლეები იმდენ საინტერესო საკითხს წამოჭრიან ხოლმე და მერე თავადვე პოულობენ გადაჭრის გზებსაც. ამიტომ მე მივესალმები მსგავს სიახლეებს", - ამბობს ქუთაისის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი, ციალა ჯაფარიძე.

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მოსწავლეებს წინ ძალიან შინაარსიანი და საინტერესო სასწავლო წელი ელოდებათ. ამისთვის კი ახალი პროექტების განხორციელება სასწავლო წლის პირველივე თვიდან დაიწყება. მისი ინფორმაციით,  სიახლეები ყველა სკოლაში ეტაპობრივად განხორციელდება და არცერთი მოსწავლე არ იქნება არათანაბარ გარემოში. თუმცა, ვაშლები მხოლოდ თბილისის 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ერგოთ. დანარჩენებს ვაშლები არა,  მაგრამ   ბუფეტში  ჯანსაღი პროდუქტი დახვდებათ.  

ახალი სასწავლო წლიდან  თითქმის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება თავისუფალი გაკვეთილების პროგრამა, რომელიც გასულ წელს დაიწყო  და მხოლოდ 900 სკოლაში  130 000 მოსწავლისთვის ტარდებოდა.

თავისუფალი გაკვეთილების ჩატარების ძირითადი სამიზნე კატეგორია მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები არიან. სკოლა მოსწავლეებთან კონსულტაციის საფუძველზე ადგენს შესაბამის პროექტს, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი გაკვეთილი, სადაც არც ნიშანი იწერება და არც თეორიული ცოდნა არის სავალდებულო. სამინისტრო სკოლებს მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვის შემდეგ თანხმობას მისცემს, რომ შესაბამისი სასკოლო განრიგით თავისუფალი გაკვეთილები ჩაატაროს.

ამის გარდა, ახალი სასწავლო წლიდან მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებს, სპორტის, ხელოვნების, გარემოს შესწავლის და სხვადასხვა აქტივობების კუთხით განსხვავებული ტიპის გაკვეთილები ჩაუტარდებათ.

„მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები არიან ისეთ ასაკში, როდესაც მათ გარკვეული თემის თუ საკითხის მიმართ ინტერესები უყალიბდებათ. სურთ მეტი გაიგონ კონკრეტულ თემაზე. ამიტომ, მათ ავარიდეთ ზოგადი თემის მუდმივი განხილვა და ისინი თავად აირჩევენ იმ თემას, რომელსაც მასწავლებელთან ერთად თავისუფალი გაკვეთილის დროს განიხილავენ“, - განმარტავს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური.

სიახლეს წარმოადგენს მოსწავლეებში პროფესიული სწავლების განხორციელება და თამაშით სწავლება. ლია გიგაური ამბობს,  რომ ახალი პროგრამა მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს.

მოსწავლეთა პროფესიული სწავლება, საპილოტე რეჟიმში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საქართველოს 100 საჯარო სკოლაში დაიწყება. მისი მთავარი მოვალეობა სკოლის მოსწავლეებში იმ ცოდნის გაღრმავებაა, რასაც პროფესიული სასწავლებლები ახორციელებენ. მაგალითად, მოსწავლეებს, შესაძლოა, ჩაუტარდეთ გაკვეთილები კულინარიაზე, მცენარეების მოვლაზე და ყველა იმ საკითხზე, რაც საქართველოს პროფესიულ სასწავლებელებში ისწავლება.

სიახლე აღარ არის სკოლებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, ამ მიმართულებით არაერთი კამპანია თუ აქტივობა განხორციელდა, მინისტრის მოადგილის თქმით,  ამ კუთხით სიახლე ის არის, რომ ახალი სასწავლო წლიდან სპორტის გაკვეთილებს საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს გადამზადებული მანდატური ან სპორტის მასწავლებელი ჩაუტარებს.

გარდა მოსწავლეებისა წელს სიახლეები ელოდებათ პედაგოფებსაც. მათ სასკოლო პროცესებში ჩართვა ახალი ენერგიით და ცოდნით მოუწევთ. ამის მოსამზადებლად კი აქტიური სამუშაობი მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა მათ სხვადასხვა კუთხით ერაერთ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

"მშობელმა თავად უნდა გაიაზროს, რომ ის არის სკოლის ყველაზე დიდი პარტნიორი და მან აქტიური როლი უნდა ითამაშოს შვილის აღზრდაში, სკოლის კედლებშიც კი. როდესაც ასეთი პრობლემური საკითხის სკოლებში გადაწყვეტა ვერ ხდება, სამინისტრო სწორედ მაშინ ერთვება. ამ შემთხვევაშიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკითხი უნდა მოგვარდეს მასშტაბურად, რადგან ეს ერთი სკოლის პრობლემა არაა. მართალია, გვყავს სკოლები, რომლებთანაც მშობლები აქტიურად თანამშრომლობენ, თუმცა, ეს რიცხვი მცირეა. გარდა იმისა, რომ მასწავლებელმა და დირექტორმა უნდა მოახერხოს მშობლის სკოლის პარტნიორად ქცევა ამასთანავე მშობელმა უნდა მოინდომოს რადგან ცალმხრივი ძალისხმევით არაფერი გამოვა",  - განმარტავს ჩვენთან საუბარში ლია გიგაური.

რაც შეეხება, ინფრსტრუქტურულ პროქტებს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ხუთი წელია საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეწყვეტილა და წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში განსაკუთებული ყურადღება დაეთმობა საპირფარეშოების მოწესრიგების საკითხს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქტიურად მოხდება სკოლების მონიტორინგი, რადგან ყველა მოსწავლეს აქვს უფლება ისწავლოს სუფთა გარემოში, ამაზე პასუხისმგებლობა კი, უშუალოდ სკოლის დირექტორებს დაეკისრებათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.