განათლება
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ურთიერთობის ელექტრონულ ფორმატზე გადადიან
FaceBook

"ელექტრონული დეკანატი" შიდასაუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში დაფინანსდა და მასზე 17 000 ლარი დაიხარჯა.


მეცადინეობის ცხრილებს,ნიშნებს, საგამოცდო განრიგს, გამოცდაზე დაშვება–არდაშვების საკითხსა თუ ხვადასხვა სახის განცხადებებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები და მათი ლექტორები ელექტრონულად გაეცნობიან.

პირველი კურსის სტუდენტები პროექტს ახლახან გაეცვნენ და ჯერჯერობით, მისი შეფასება უჭირთ.

"ელექტრონული ბაზის შესახებ წარმოდგენა გვაქვს, გვითხრეს ამის შესახებ და ახლა ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ", – ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, თეონა ჯოჯუა.

რაც შეეხება ლექტორ-მასწავლებელებს, ისინი ახალ სისტემას დადებითად აფასებენ.

"ძალიან კარგია რაც კეთდება, ელექტრონული დეკანატი გააიოლებს ურთიერთობებს და სწავლის პროცესს შეუწყობს ხელს", –განმარტავს ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მზია თადუმაძე.

ახალი პროექტი უნივერსიტეტს, ამავე სასწავლებლის ლექტორმა, დავით ლეკვეიშვილმა შესთავაზა.

მისი თქმით, ელექტრონულ ბაზაში უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის თანმდევი ინფორმაცია განთავსდება.

ამასთანავე, დავით ლეკვეიშვილი განმარტავს, რომ ამით ლექტორებს სტუდენტებთან ურთიერთობა და დავალებების მიცემა გაუადვილდებათ. პროფესორ–მასწავლებლები ვალდებულნი იქნებიან ლექციაზე წასაკითხი მასალა ელექტრონულად ატვირთონ და საჭიროებისამებრ, ლინკებიც მიუთითონ.

"ლექტორმა თუ არ ატვირთა მასალა, ამას სტუდენტები დაინახავენ და ეს, გარკვეულწილად, მასწავლებლის იმიჯზე აისახება. ასევე, შეასრულა თუ არა ამა თუ იმ პროფესორ–მასწავლებელმა გეგმა, ამას ზემდგომი ადმინისტრატორი გააკონტროლებს", – გვეუბნება პროექტის კოორდინატორი, დავით ლეკვეიშვილი.

მისივე განმარტებით, სისტემის მთავარი უპირატესობა ისიცაა, რომ თითოეული მოქმედება ერთხელ სრულდება.

"მაგალითად, სტუდენტის სახელი დაგვარი ერთხელ იწერება და ის ხვდება შემდეგ ყველა იმ დოკუმენტში, რაც სტუდენტთან მიმართებაში არის საჭირო. ყველა გამოცდის წინ ცალკე უწყისი იბეჭდება. საშუალოდ, 1 სტუდენტი 4 წლის განმავლობაში 48 საგანს სწავლობს და ოთხ–ოთხი გამოცდა აქვს აქტივობის ქულებიანად.თუ გადავამრავლებთ, ვნახავთ რა რაოდენობის ქაღალდზეა საუბარი,"–აღნიშნავს ლეკვეიშვილი.

ახალი ელექტრონული სისტემით მხოლოდ პირველკურსელები ისარგებლებენ.

"მე–3 და მე–4 კურსი რომ ჩავრთოთ, წინა წლების ისტორია უნდა იყოს შიგნით ასახული. ამისთვის, სულ მცირე, ასი ათასი მონაცემი იქნება შესატანი მხოლოდ სტუდენტთა შეფასების კუთხით, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენ ინფორმაციაზე. რაც ადვილი საქმე არაა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროგრამა წელს ჩარიცხული სტუდენტებიდან დავიწყოთ და 4 წლის შემდეგ ბაკალავრიატის ყველა სტუდენტი იქნება მასში ჩართული", – განმარტავს ლეკვეიშვილი.

სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები თავიანთ სისტემაში შესვლას სარეგისტრაციო პარამეტრებით, საკუთარი სახელით, გვარით, პაროლითა და უსაფრთხოების კოდის შეყვანით შეძლებენ.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგება, რომელიც ამჟამად რეალიზებული არ არის.

"ახლა კანონში შესულია ცვლილება დისტანციური სწავლების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პროექტი პრობაციონერებისთვისაა,"–აცხადებს პროექტის კოორდინატორი, დავით ლეკვეიშვილი.

პროექტი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. ავტორის თქმით, პროგრამა 4 წელიწადში დაიხვეწება.

"ელექტრონული დეკანატი" შიდასაუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში დაფინანსდა და მასზე 17 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.