განათლება
"ჩაჭრილი 11 000 მოსწავლიდან გამოწვევას 4% წარმოადგენს“ – სამინისტრო საატესტატო გამოცდების შედეგებზე
FaceBook
2018 წლის მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლიდან სამინისტროსთვის გამოწვევას 4% წარმოადგენს. ეს პროცენტული მაჩვენებელი იმ მოსწავლეთა რაოდენობაა, ვინც მე–12 კლასი წელს დაასრულა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იყო რეგისტრირებული, თუმცა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, სამინისტრო ცვლის სისტემას და საშუალო საფეხურზე ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს.

"საატესტატო გამოცდებზე წელს გავიდა 49 ათასი მოსწავლე, აქედან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთაგან 2 410-მა ვერ გადალახა ბარიერი. ამ 2 410-დან 1983 მოსწავლე იყო მხოლოდ მე-12 კლასელი, დანარჩენი სწავლას ჩამოშორებული პირები იყვნენ.

"თუ დავაკვირდებით, წინა წლებისგან განსხვავებით, იმ 49 ათასი პირიდან, ვინც დამამთავრებელ გამოცდებზე გავიდა, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა გამოცდები წარმატებით დაძლიეს, მათ მაღალი შედეგები აჩვენეს. გამოცდებზე განმეორებით გადიოდნენ ის პირებიც, რომლებიც წლების განმავლობაში დამამთავრებელ გამოცდებს ვერ აბარებდნენ. მოგეხსენებათ, ასეთი ცდის საშუალებას მათ სახელმწიფო აძლევს.

მეთორმეტე კლასელი მოსწავლეებიდან ბარიერი ვერ გადალახა ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან 1983-მა მოსწავლემ, რაც საერთო რაოდენობის 4%-ია. განსაკუთრებული საგანმანათლებლო მიდგომები სწორედ ამ 4% ესაჭიროება, რადგან მათ აქვთ სურვილი, რომ სწავლა აკადემიური მიმართულებით გააგრძელონ. იმ მოსწვალეებს, ვისაც უმაღლესი აკადემიური განათლების მიღების მიზანი არ დაუფიქსირებიათ, მხოლოდ ზოგადი განათლების დასრულება სურდათ ", – განაცახადა ლია გიგაურმა.

თუკი საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეებიდან 4%-ია სამინისტროს გამოწვევა, რატომ იხარჯება თანხა 3 წლის განმავლობაში იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც არ სურთ მაღალი აკადემიური განათლების მიღება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, რომ დღეს სისტემა ისეა მოწყობილი, რომ საშუალო საფეხურზე გადასვლის მსურველებისთვის არ არსებობს ბარიერი.

"ისინი, ვინც საბაზო საფეხურის ნიშანს 5 ან უფრო მაღალ ქულას მიიღებს, სურვილის შემთხვევაში, სწავლას საშუალო საფეხურზე აგრძელებენ. მოქმედი რეგულაციებით, ბარიერები არ არის დაწესებული. თუმცა დღეს უკვე არსებობს რეალური ალტერნატივა – სწავლა პროფესიული განათლების მიმართულებით გააგრძელონ. მით უმეტეს, რომ სამინისტრო ატარებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს პროფესიული განათლების მიმართულებით, რომ იმ მოსწვალეებს, ვისაც აკადემიური მიზნები არ აქვთ, მივცეთ პროფესიის შეძენის შესაძლებლობა, რაც მათი დასაქმების და, შესაბამისად, ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვის საშუალებაა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია თითოეულ სკოლას, ყველა მოსწავლეს პორფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რათა გააკეთონ სწორი არჩევანი და გადაწყვიტონ – მათი მომავალი ცხოვრებისთვის უფრო მნიშვნელოვანი სპეციალობის მიღებაა, თუ აკადემიური მიმართულებით სწავლის გაგრძელება. მით უფრო, რომ სულ ცოტა ხანში, პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ, უმაღლესი განათლების მიღების ბარიერები აღარ იარსებებს.

"ასევე ვმუშაობთ საშუალო საფეხურის ახალ მოდელზე – ეს არის პროფილური განათლება, როდესაც გვექნება ყველასათვის სავალდებულო საბაზისო საგანმანათლებლო პროგრამები და ასევე პროფილური მიმართულებით დამატებითი საგნები. ასეთ შემთხვევაში, დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება კურსდამთავრებულებს უკვე თავიანთი პროფილის მიხედვით მოუწევთ", – განაცახადა ლია გიგაურმა.

წყარო: edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.